ტანსაცმლით მოვაჭრეების ხმაური ოზურგეთში: „ „მავნეს“ ჭამა გვეყოფა? ჩვენც გვაჭამოს, მაშინ... “

საზოგადოება

ტანსაცმლით მოვაჭრეების ხმაური ოზურგეთში: „ „მავნეს“ ჭამა გვეყოფა? ჩვენც გვაჭამოს, მაშინ... “

21 აპრ. 2021, 13:21:59

როგორც ვწერდით, დღეს,  ოზურგეთში, ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე საბითუმო მაღაზია „მავნეს“ წინააღმდეგ , ადგილობრივმა ტანსაცმლით მოვაჭრეებმა აქცია მოაწყვეს, რაც პოლიციამ  დაშალა.

ძირითადად, ადგილობრივი მოვაჭრეები, „მავნეს“ ხელმძღვანელობისგან მოითხოვდნენ, შეეწყვიტა იაფად საქონლის გაყიდვა. ასევე სვამდნენ კითხვას, როცა მაღაზია საბითუმოა, რატომ ყიდიან ცალობით  ტანსაცმელს თუ ფეხსაცმელს, თან  საკმაოდ იაფად , ვიდრე ეს ლილოს ბაზრობაზე ღირს.

საბითუმო მაღაზია „მავნე“ ოზურგეთში ახლახან გაიხსნა და აქ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობენ. ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც ამ ხმაურს შეესწრნენ, ამბობდნენ, რომ უხარიათ ასეთი მაღაზიის გახსნა.

„ძალიან კარგია, რომ ეს მაღაზია გაიხსნა. ადამიანი ყიდის საკმაოდ იაფად, ვიდრე ბაზარში არსებული მაღაზიების მფლობელები თუ გამყიდველები. რა უნდათ?რატომ ჰგონიათ, რომ ეს მავნებლობაა?  იძახიან, სახელი რაც ჰქვია, ისე იქცევაო. მათ უნდათ, ორმაგად და სამმაგად გაყიდონ თავისი „ტავარი“, თორემ როგორც თავად ყიდულობენ ლილოში, ეს ადამიანიც ისე ყიდულობს და მოაქვს“, _  ესარჩლებოდნენ სავაჭროდ მისული ადამიანები „მავნეს“ მეპატრონეებს.

„გურია ნიუსს“ მაღაზიაში უთხრეს, რომ მეპატრონე ჩოხატაურის მკვიდრია და ამ წუთში აქ არ იმყოფება.

_ჩვენ მხოლოდ  საქონელს  ვყიდით. მეტი არაფერი ვიცით, მფლობელი ადგილზე არაა. ეს ხალხი მოვიდა და ბრაზობდნენ, იაფად რატომ ყიდით, ჩვენ ხელი გვეშლებაო, _ გვითხრეს მოლარე-ოპერატორებმა.

„გურია ნიუსთან“ პერსონალურად საუბარი არ ისურვა არცერთმა  გაბრაზებულმა მოვაჭრემ, რომლებიც მაღაზიასთან პროტესტის გამოსახატავად მივიდნენ.

ჩვენ მათ ოზურგეთის ბაზრის ტერიტორიაზე   შევხვდით, სადაც დახურულ სივრცეში სავაჭრო დახლებია განლაგებული.

„  „რომ მოვიდა და ლილოს ბაზრობის ფასზე დაბლა დასწია თავისი ფასი, ტყუილა შოულობს ეტყობა“;  „მისი ჭამა გვეყოფა? ჩვენც გვაშოვნინოს მაშინ“;   „ლილოს ბზრობაზე რაც ფასია, იმაზე დაბალ ფასში როგორ  ყიდის? გვითხრას მაშინ, სად შოულობს ასე იაფად. ეტყობა, საიდანღაც პირდაპირ მოაქვს. მეორე პირია. ჩვენ რატომ ვიყოთ  მესამე პირი?“;  „საშემოსავლოს არ გადავიხდით, თუ ასეა.“;  „საბითუმო თუ არის, რატომ ყიდის ცალობითაც?“;   „ ჩვენც მიზერულ ფასს ვამატებთ, რომ ვიარსებოთ...“ _ ამბობდნენ მოვაჭრეები და საკუთარ გაბრაზებას იმით ხსნიდნენ, რომ მათაც უჭირთ. აქ დალხინებული არავინაა და  „მავნეს“ გამო, დაკარგეს კლიენტი. 

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში , ძნელია იმის თქმა, ვინ უფრო მტყუანი ან მართალია. ერთი შეხედვით კი, მოქალაქეთა გულისწყრომა მაინც იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ვიღაცა  ვირაცას იმის გამო შემოსწყრა, რომ საქონელი იაფად გაყიდა.

_დღეს, როცა  იმას ცდილობს ყველა, „ძაღლი თუ მამაძაღლი“, როგორ გააძვიროს ყველაფერი, პანდემიამაც განსაკუთრებით შეუწყო ამ ყველაფერს ხელი, რატომ უნდა ეჩხუბონ კაცს, რომელიც ბაზარზე შედარებით ნაკლები ფასით შემოდის? არა, ბატონო, ერთნაირად ყიდულობს ყველა იმ ლილოს ბაზარზე საქონელს. უბრალოდ, ზოგს სურს, ორმაგად და სამმაგად გაყიდოს თავის   „ტავარი“. ვიღაც კი გამოჩნდა, რომელმაც ამ პირობებში ფასები დასწია.  ოზურგეთში ასეთი ნაბიჯი სასურსათო მაღაზია „ჭანუყვაძემაც“ გადადგა,  ყოველგვარი აქციების გარეშე. ავდგეთ და ვეჩხუბოთ, სხვაზე იაფად რატომ ყიდიო? ესენი იძახიან, „მავნემ“ აქციები დააწესოს,  კვირაში ორჯერ და მაშინ გაყიდოს იაფადო... წესებსაც უდგენენ? რა თქმა უნდა, ხალხს უჭირს და ყველა ცოდოა. მძიმე ეკონომიური მდგომარეობაა სოციუმში. თუმცა, დღევანდელი პროტესტი უფრო ვაჭრული სულისკვეთების გამოხატულება უნდა იყოს, ვიდრე ასეთი გასაჭირისა. ამიტომ, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მიხედოს, რა წესებს ექვემდებარება საბითუმო თუ საცალო ვაჭრობა, ვინ გადაიხდის საშემოსავლოს და ვინ არა და ასე შემდეგ“ _ თქვეს რიგითმა მოქალაქეებმა „გურია ნიუსთან“, რომლებიც ასევე მცირე ბიზნესით არიან დაკავებული და საკუთარი გადმოსახედიდან აფასებენ მიმდინარე მოვლენებს.





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...