"თავად რომ მაღალი ხელფასები აქვთ და დანაყრებულები არიან, სხვებიც ასე ჰგონიათ"

საზოგადოება

"თავად რომ მაღალი ხელფასები აქვთ და დანაყრებულები არიან, სხვებიც ასე ჰგონიათ"

13 მაი. 2019, 12:59:11

"ყველას გეხვეწებით, ღვთისნიერო ადამიანებო, ვის როგორი საშუალებაც გაქვთ, დამეხმარეთ! დამეხმარეთ, რომ ცოტა ხნით მაინც შევინარჩუნო სიცოცხლე!" _ ამ სიტყვებით მომართა "გურია ნიუსს" დახმარების თხოვნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში მცხოვრებმა 55 წლის მთვარისა კუჭუხიძემ, რომელიც მძიმედაა ავად, ოჯახს კი არანაირი ფინანსური შემოსავალი არ გააჩნია, რომ პურისა და ავადმყოფისთვის წამლის ყიდვა შეძლოს.

როგორც მთვარისა კუჭუხიძის მონათხრობიდან ირკვევა, მან  დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილებასა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელმძღვანელობას, მაგრამ ამას არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით _ სამედიცინო პოლისი, რომლითაც მანამდე სარგებლობდა, გაუუქმდა:

"სოფელში ყველამ კარგად იცის, როგორ მიჭირს და რა პირობებში მიწევს ცხოვრება _ ავადმყოფ ადამიანს წამლისა და პურის ფული მაქვს სანატრელი. მესამე სტადიის სიმსივნე მაქვს, მარჯვენა ხელი გაჩერებული მაქვს. ლანჩხუთის მერიაში, დახმარების სათხოვნელად მისულს,  ყურადღება არავინ მომაქცია, პირიქით, ამრეზით დამიწყეს ყურება _ კეთროვანივით მიყურებდნენ. ერთმა ისიც კი მითხრა, პარიკი გეყიდა და თავზე დაგეხურაო. ეტყობა, თავად რომ მაღალი ხელფასები აქვთ და დანაყრებულები არიან, სხვებიც ასე ჰგონიათ. პარიკის საყიდელი ფული რომ მქონდეს, თავს კი არ დავიმცირებდი და დახმარების სათხოვნელად კი არ მივადგებოდი მაგ გაზულუქებულებს. ეტყობა, არ იციან გაჭირვების გემო.

არავინ მოიტყუოს  მერიაში და არ თქვას, დავეხმარეთო _ 200 ლარი მომცეს ერთჯერადად. ეს იყო და ეს _ სხვა თეთრიც არ გამოუმეტებია ვინმეს. ფულს ვინღა ჩივის, კეთილი სიტყვაც არ უთქვამთ", _ ტირილით გვიყვება მძიმედ ავადმყოფი ქალბატონი, რომლის ოჯახიც ყოველგვარი ფინანსური შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

მისივე თქმით, შემწეობის დანიშვნის თხოვნით განაცხადი შეავსო სოციალურ სააგენტოში, მაგრამ მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, რატომღაც მაღალი ქულები დაუფიქსირდა.

 "ვერავისთან  მივაღწიე სამართალს, ყურადღებას არავინ მაქცევს. სოციალურ სააგენტოში ხომ კარგად იციან, დახმარება რომ მეკუთვნის?! ჯერ მითხრეს, მიწა გაწერია ბევრი და შემწეობას იმიტომ ვერ მოგცემთო. მიწა გამოირიცხა. მერე თქვეს, 11 ლარის დენი გაქვს დამწვარი და ეს მაღალი მაჩვენებელიაო.

ეტყობა, სინდისი არც სააგენტოს და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არ აქვს, თორემ ჩემს დღეში მყოფ ადამიანს დახმარებისა და ყურადღების გარეშე როგორ დატოვებდნენ?! მიხაროდა, შემწეობა დამენიშნება, წამალს და ერთ ტომარა  პურის ფქვილს ვიყიდი,-მეთქი, მარა ოცნება ოცნებადვე დარჩა. მე დღეები მაქვს დათვლილი, მაგრამ უწამლოდ და შიმშილით არ უნდა ვკვდებოდე?!

გამაგებინონ, როგორ უნდა ვიარსებოთ! სამსახური მისცენ მაშინ ჩემს მეუღლეს, თუ დახმარების გაცემაზე უარს მეუბნებიან", _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი და საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს.

მთვარისა კუჭუხიძის პრობლემასთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერიაში მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ და გვითხრეს, რომ მას მუნიციპალიტეტი გასულ წელს 400 ლარით დაეხმარა, მიმდინარე წლის მარტში კი მერიამ შუამდგომლობით მიმართა სოციალურ სააგენტოს კუჭუხიძისთვის დახმარების დანიშვნასთან დაკავშირებით.

სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილებიდან მიღებული განმარტებით კი, ოჯახის ხელმეორედ გადამოწმება მხოლოდ მომავალი წლის აპრილის ბოლოდანაა შესაძლებელი, მანამდე კი ბენეფიციარს  შეუძლია ჩაერთოს "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო  მედიკამენტებით  უზრუნველყოფის  პროგრამაში":

"ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, შეივსო "ოჯახის დეკლარაცია" (დეკლარირებული ინფორმაცია დადასტურებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით). "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილების შესაბამისად, 2019 წლის 28 აპრილს ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 83 120 ერთეულით. "ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება შესაძლებელია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, 2020  წლის  28 აპრილიდან.

 ამავე დადგენილების შესაბამისად, ოჯახის ვადამდელი გადამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ოჯახის  წევრთა რაოდენობა (დემოგრაფიული ცვლილება), ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დასაქმდა და მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო, ასევე, ოჯახის წევრზე თუ იქნება წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა 1V-100.

ასევე,  გაცნობებთ, რომ 2017 წლის 31 მაისის #04–350/ო  ბრძანების შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე, ოჯახს შეუძლია ჩაერთოს "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო  მედიკამენტებით  უზრუნველყოფის  პროგრამაში", _ წერია სოციალური სააგენტოდან  მიღებულ განმარტებაში.





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...