ვერდანახული ბავშვების არდანახული ბავშვობა

საზოგადოება

ვერდანახული ბავშვების არდანახული ბავშვობა

10 ივნ. 2021, 14:14:56

კი, არ გვეხალისება ჩაის კრეფა, არც გვსიამოვნებს, მაგრამ ჩვენი ფული გვაქვს და ჩვენ თითონ ვყიდულობთ ტანსაცმელს, ტელეფონს, სხვადასხვა ნივთს, რაც გვჭირდება“; “სწავლას გავაგრძელებ, მაგრამ მუშაობას თავს არ დავანებებ, რადგან ჩემი ფული მაქვს. სკოლის დამთავრების დროს მანქანა მინდა ვიყიდო“; “ისეთებს ნახავთ სამუშაოზე, რომ მათთვის, დამატებითი დატვირთვა არ შეიძლება, მაგრამ რა ქნან, უჭირს ხალხს“... _ “გურია ნიუსთან“ საუბარი ორ ათეულზე მეტი რესპონდენტიდან, მაშინ, მხოლოდ ორმა მოზარდმა ისურვა. პირობითად, მათ ნიკა და დათო დავარქვათ. ისინი სკოლაში სწავლობდნენ და ზაფხულობით, მეზობელ ქვეყანაში ჩაის საკრეფად დადიოდნენ... პანდემიამდე.

დღის განმავლობაში ორ საათს ვმუშაობ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ“, _ ამბობდა ჩვენთან საუბარში დათო, თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მძიმე შრომის სიმსუბუქეში ჩვენი დარწმუნება სურდა, რადგან იქვე მყოფმა ნიკამ გვითხრა, რომ სამუშაო დღე დილის 5 საათზე იწყება და დასვენებისთვის მხოლოდ 2 საათი აქვთ.

როცა მძიმე ფიზიკურ შრომაში ჩართული სკოლის მოსწავლეების შესახებ მასალა მომზადდა, ზამთრის პირი _ სწავლის სეზონი იყო და ვწერდით: “ეს დრო მანამ გაგრძელდება, ვიდრე ჩაის კრეფის ახალი სეზონი დადგება. ოზურგეთელი ბავშვები ისევ მოემზადებიან თურქეთში გადასასვლელად. სკოლაში მისულები კი, ზაფხულის ისტორიების ნაცვლად, იმ ამბებზე მოჰყვებიან, რომელიც მათ და მათ თანატოლებს ჩაის პლანტაციებში გადახდათ“. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ჩაის კრეფის სეზონის ნაცვლად, მსოფლიოში ეპიდემიის სასტიკი სეზონი დადგა....

პანდემიამდე, გურიაში მცხოვრები შრომაში ჩაბმული ბავშვების შესახებ სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: ბავშვების 14.5%-ს სწავლის მიმართ ინტერესი აქვს დაკარგული; სასწავლო პროცესში ნაკლებადჩართული არასრულწლოვნების თითქმის ნახევარი (47%) სკოლაში რეგულარულად სიარულს ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ოჯახის სამეურნეო საქმეებშია ჩართული; თურქეთში სამუშაოდ მოსიარულე არასრულწლოვნებიდან 76.7% სკოლაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია (არ არის დარეგისტრირებული 17% და სკოლის ასაკის აღარ არის 5.8%). მათში სკოლის რეგულარული გაცდენის ტენდენცია არ იკვეთება, რადგან 65% გაკვეთილებს თითქმის არ აცდენს“.

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ 2015 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებულ ამ კვლევაში ისიც წერია, რომ თურქეთში სამუშაო მიგრაციის გამოცდილებას არასრულწლოვნები პირველად, ძირითადად, 15-17 წლის ასაკში იღებენ (86% შემთხვევაში):

პირველი ვიზიტისას ისინი საზღვარს, როგორც წესი, მშობელთან, ან ოჯახის სხვა წევრთან ერთად კვეთენ, თუმცა, მომდევნო ვიზიტებისას მშობელთან ერთად საზღვრის გადაკვეთის პროცენტული წილი თანდათან იკლებს და პირველ ვიზიტთან შედარებით, მესამე ვიზიტისას მშობლის თანხლება 20%-ით, მეხუთე ვიზიტისას კი _ 40%-ით მცირდება. საზღვრის გადაკვეთისას არასრულწლოვნებს შემთხვევათა 15% არ აქვთ მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (საზღვრის გადაკვეთის შესახებ), რაც მათ ყოფნას თურქეთის ტერიტორიაზე თავიდანვე არალეგალურს ხდის. არასრულწლოვნების დროებითი შრომითი მიგრაციის ძირითადი ადგილი თურქეთის შავიზღვისპირა ქალაქებია _ ორდუ და რიზე, რომლებიც საქართველოს საზღვართან მეტ-ნაკლებად ახლოსაა. ისინი ამ ქალაქებში, როგორც წესი, მიკროავტობუსით ან ავტობუსით მიემგზავრებიან. არასრულწლოვნების სამუშაო ვადა უფრო ხშირად 3-4 კვირაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თითოეული ვიზიტის შემდეგ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა რჩება სამუშაოდ უფრო მეტი დროის განმავლობაში“.

მსოფლიოში უამრავი ბავშვია ჩართული შრომის ისეთ ფორმებში, რომელიც აფერხებს მათ ფსიქო-ფიზიკურ განვითარებასა და განათლების მიღების შესაძლებლობას. სიღარიბე და ეკონომიკური სიდუხჭირე ბავშვთა შრომის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2020 წლის კვლევის თანახმად, მსოფლიოში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი 40-დან 60 მილიონამდე იზრდება; კოვიდ-19 პანდემიის პირობებში მსოფლიო მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი 2020 წლის პირველ კვარტალში 20%-ით გაიზარდა; შედეგად, ბავშვები კიდევ უფრო მოწყვლადები გახდნენ ამ პრობლემის მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლობა მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გამოაქვეყნა საქართველოს ოთხ რეგიონში 2020 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც მოიცავს კოვიდ 19-ის პანდემიამდე არსებული სიტუაციის ანალიზს, ისე პანდემიის ზეგავლენის ეფექტის დადგენას ბავშვთა შრომაზე.

ამ კვლევის მიხედვით, შრომითი მიგრაცია, ბავშვთა უფლებების რეალიზების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა: “ბავშვების შრომითი მიგრაცია პრაქტიკაში გვხვდება როგორც სეზონურად, ისე ხანმოკლე და გრძელვადიანი პერიოდით, ბავშვების ასაკობრივი ჭრილი კი, უმეტესად 14-დან 18 წლამდე მერყეობს. საზღვარგარეთ შრომითი მიგრაციის შემთხვევებზე სახელმწიფოს მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმი არაეფექტიანია. საჯარო სკოლები ვერ ახდენენ სათანადო რეაგირებას; პედაგოგები ხშირად არ ასახავენ ბავშვების მიერ სკოლის გაცდენის შემთხვევებს, შესაბამისად, ვერ ხერხდება მსგავსი ფაქტების დროულად გამოვლენა და აღრიცხვა“.

“როცა პანდემია არ იყო, ზაფხულში ბავშვები გადაჰყავდათ თურქეთში და ჩაის აკრეფინებდნენ. 16 წლის ზემოთ ითვლება, რომ ბავშვი შეძლებს ამ სამუშაოს და ეს არ არის დანაშაული, მაგრამ 13 წლის ბავშვებიც გაყავდათ და მუშაობდნენ ჩაიზე... ეს მიუღებელია... ზუსტად ვერ ვიტყვი, კანონმდებლობაში როგორაა , მაგრამ, 13 წლის ბავშვი არ უნდა მუშაობდეს 8-10 და 12 საათი“, _ ამბობს შინამეურნეობის წარმომადგენელი გურიიდან.

არადა, კანონი განსაზღვრავს, დაშვებებს და აკრძალვებს, თუ როდის, რა სახის სამუშაოა შესრულებაა მოზარდებისთვის დასაშვები.

ჩვენთან არის მოცვის ქარხანა და ზაფხულში კრეფენ, მაისში, ივნისში დადიან მოცვის საკრეფად. საძნელო საქმეა ა არის ეს, მაგრამ მზეა, ცხელა ძალიან, ძალდატანებით არაა, მოხალისეები არიან... ჩემი შვილები არ გამიშვია მე“, _ ამბობს შინამეურნეობის წარმომადგენელი გურიიდან.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გურიიდან, რომელიც აჭარის რეგიონში ატარებდა კვლევას, სახალხო დამცველის წამომადგენლებთან საუბარში ამბობს:ვიკვლევდი აჭარის რეგიონში სკოლა-პანსიონების აღსაზრდელთა საჭიროებებს; გამოვკითხეთ 250 რესპონდენტი და აქედან, 70% სასკოლო პროცესში ვერ ერთვებოდა _ ნუ, იმ ჩართულობას, რასაც ისინი ასახელებდნენ, ვერ დავარქმევთ სრულ ჩართულობას. რა თქმა უნდა, დგებოდა იმის ეჭვი, რომ მთელი დღის განმავლობაში, მაშინ, როცა ამ ბავშვებს არ აქვთ ინტერნეტი, ჩართული არიან შინ შრომაში _ მსხვილფეხა საქონლის გარეკვა საძოვრებზე და სხვა“...

 მართალია, ბავშვები არ წარმოადგენენ COVID-19-ის ინფექციით დაავადების თუ დაავადების მძიმე მიმდინარეობის მთავარ რისკჯგუფს, თუმცა, პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ბავშვების არაერთ უფლებას: პანდემიამ გავლენა იქონია ბავშვის განათლების უფლებაზე, მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში სკოლები დაიხურა და გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, რის გამოც ცალსახად იკვეთება ხარისხიანი განათლების მიღების, მასზე ხელმისაწვდომობის საკითხი; მეტად პრობლემური საკითხია შშმ ბავშვისათვის განკუთვნილი პროგრამების/სერვისების დისტანციურ რეჟიმზე მიწოდება და მიწოდების შემთხვევაში სერვისის ეფექტიანობა. პანდემიით გამოწვეული პრობლემები განსაკუთრებით შეეხო ქუჩაში მცხოვრებ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ხოლო საყოველთაო კარანტინის დროს ოჯახში ან/და ბავშვის მოვლის ცენტრებში დარჩენილი ბავშვების მიმართ გაიზარდა ძალადობის გახორციელების რისკები.

მძიმე ვითარებაა საქართველოშიც, რადგან საქართველოში ბავშვები სიღარიბის, ცხოვრების არასათანადო დონისა თუ სხვა ფაქტორების გამო, სხვადასხვა შრომით აქტივობებში არიან ჩართულნი, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს ბავშვის ძირითადი უფლებების რეალიზებას, მათ შორის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, განვითარების, თავისუფალი დროისა და დასვენების ხელშეწყობას. მცირე და არასაკმარისია ასევე ბავშვთა შრომის სფეროში მოქმედი სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისები; არაეფექტიანი რეაგირების მექანიზმის გამო, ბავშვები ვერ სარგებლობენ საჭირო მომსახურებით.

კიდევ უფრო მეტი: საქართველოში, შრომაში ჩართული ბავშვების 60%-ზე მეტი, ანუ დაახლოებით 15 ათასი ბავშვი, სახიფათო სამუშაოს ასრულებს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამწვავდება მდგომარეობა _ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 66 მილიონამდე ბავშვი მსოფლიოს მასშტაბით, შეიძლება, პანდემიის გამო, უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდეს.

გაეროს ბავშვთა ფონდი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობენ იმ ძირითად მიზეზებზე, რომელთა გამოც, კორონავირუსით გამოწვეული პანდემია კიდევ უფრო გააღრმავებს ბავშვთა შრომის ნეგატიურ პრაქტიკას სხვადასხვა ქვეყანაში: შინამეურნეობებმა, რომელთაც კრიზისის შედეგად დაკარგეს შემოსავლის წყარო, შეიძლება უფრო აქტიურად დაიწყონ ბავშვთა შრომის გამოყენება.

ბავშვები ეთნიკური უმცირესობების ან სხვა მარგინალური ჯგუფებიდან, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, უსახლკარო, დევნილი და ლტოლვილი ბავშვები განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ასევე, ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სახლთან მიჯაჭვულობის პირობებში გაიზრდება წნეხი გოგონებზე, რათა ისინი ჩაერთონ სახლის საქმეებში.

საინტერესოა, რომ ბავშვთა შრომას აქვს მნიშვნელოვანი გენდერული ასპექტები; საქართველოში არათანაბარი და განსხვავებულია მეურნეობასა და საოჯახო საქმეებში ჩართული არასრულწლოვნების გენდერული ჭრილი. სახალხო დამცველის წარმომადგენლობის მიერ ჩატარებული ზემოთ აღნიშნული კვლევის თანახმად, გოგონების დიდ ნაწილს შინ უხდება შიდა სამუშაოების, საოჯახო მეურნეობის გაძღოლა თავიანთი სწავლის, დასვენებისა და თავისუფალი დროით სარგებლობის ხარჯზე: რიგ შემთხვევებში, მშობლებს მიაჩნიათ, რომ ეს მისი, გოგონასვალიდა ვალდებულებაა; თემში დამოკიდებულება ხშირად ტოლერანტულია ამ მხრივ, გოგოებისთვის აღზრდის წესად იქცა, რომ შეეჩვიონ საოჯახო საქმიანობას“.

ბავშვსაც გააჩნია, მაგრამ ხომ იცით, ზოგადად როგორი გადანაწილებაა ქართულ ოჯახებში, ქალის საქმეს გოგოებს ავალებენ და მამაკაცის საქმეს _ ბიჭს“, _ ამბობს შინამეურნეობის წარმომადგენელი გურიიდან.

ამასთანავე, შრომით საქმიანობაში ჩართვა ადრეული ასაკიდან იწყება და ზოგჯერ იძულებით ხასიათს ატარებს; მაგალითად, კვლევაში მონაწილე რესპონდენტების ინფორმაციით, ბიჭები ხშირად მესაქონლეობაში არიან ჩართულნი:

 „ჩვენთან უფრო მესაქონლეობაა გავრცელებული, და უფრო მეტად ბიჭები ერთვებიან, საქონლის გადევნა, ბალახის მოთიბვა და სხვა სამუშაოები, უფრო ბიჭები აკეთებენ და ერთვებიან ამ საქმეებში ადრეული ასაკიდან. მძიმე სამუშაოა, რა თქმა უნდა, არაა მიზანშეწონილი, მაგრამ ალბათ სხვა გზა არაა და იძულებულები არიან“.

ხშირია, როდესაც არასრულწლოვნები ხანგრძლივი დროით ასრულებენ მათი ასაკისთვის შეუფერებელ და ჯანმრთელობისთვის საკმაოდ მძიმე დატვირთვის სამუშაოებს; ეს შეიძლება გამოიხატებოდეს სეზონურად მიწის დამუშავების, მოსავლის აღების სამუშაოებში ჩართვაში. „ჩემი მეგობარი, რომელიც ეხლა ყველამ ვიცით, რომ გურიაში არის ციტრუსის პერიოდი და თავის მამას დაყვება მზიდავად, რომ ყუთები შეალაგოს მანქანაში და მერე ტრაილერში“, _ ნათქვამია კვლევაში.

სამწუხაროდ, ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ ქართული კანონმდებლობა სრულად არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ბავშვებს კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ბავშვთა შრომაში ჩართვის თვალსაზრისით.

მართალია საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს კონვენციის „ბავშვის უფლებების შესახებ“ დადგენილი ბავშვის უფლებათა დაცვის სტანდარტების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციას და უფლებათა დაცვის სისტემის შექმნას, მაგრამ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი, ბავშვის მიმართ ძალადობის რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია, სოციალური განვითარების ხელშემწყობი, ჯანმრთელობის დაცვისა და ოჯახში მხარდამჭერი პროგრამები. მათი არარსებობა კი ეფექტურობას უკარგავს ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილ ბავშვის დაცვის მექანიზმებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, 2021 წელს გამოქვეყნებული შეფასებების მიხედვით, აუცილებელია სახელმწიფომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ბავშვის უფლებათა კოდექსისა და მისგან გამომდინარე აქტების დროულად ამოქმედებისთვის, რაც გაზრდის ბავშვის უფლებების დაცვის სტანდარტს; COVID-19-ის გავრცელების პირობებში, სახელმწიფომ, ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, აქტიურად უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და შეიმუშაოს შესაბამისი მხარდამჭერი პროგრამები.

სახალხო დამცველის წარმომადგენლობა კი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების მიზნით, საქართველოს შრომის კოდექსში უფრო დეტალურად უნდა გაიწეროს არასრულწლოვანთა სამუშაო საათებისა და შესვენების მარეგულირებელი ნორმები, გადაიხედოს ეროვნული კანონმდებლობა და შესაძლებლობის შესაბამისად, შეიზღუდოს ბავშვისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს დაკისრება, რომელიც შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტთან; განისაზღვროს დამსაქმებელთა დამატებითი ვალდებულებები არასრულწლოვანთა დასაქმებასთან მიმართებით; შემუშავდეს ბავშვთა შრომის სფეროს მომწესრიგებელი პოლიტიკის დოკუმენტი და რელევანტური ინსტრუმენტები; მოხდეს ჯანდაცვის რისკების შეფასების დოკუმენტის შემუშავება სამუშაო ადგილებზე ბავშვთა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ზემოქმედებისაგან დასაცავად; ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს შრომის მძიმე ფორმების შედეგად დაზარალებულ არასრულწლოვანთა მდგომარეობაზე ზედამხედველობას, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით.

რეკომენდაციებში, ასევე, ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს რისკ ჯგუფში მყოფ ბავშვიან ოჯახებზე, მათი სოციალური გაძლიერების მიმართულებით.

დღევანდელი რეალობა კი საკმაოდ სასტიკია - სახელმწიფო ვერ ხედავს სახიფათო, მძიმე და შეუფერებელ შრომაში ჩართულ 15 ათასზე მეტ ბავშვს, რომლებსაც ემუქრებათ გამოტოვონ ცხოვრების ყველაზე ლამაზი _ “ბავშვობის სეზონი“. მათი რაოდენობა, დიდი ალბათობით, პოსტკოვიდური პანდემიის მერე, საგრძნობლად გაიზრდება.

საქართველოს ღვთის შვილთა კავშირის პრეზიდენტი ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია იძულებით შრომაში ჩართულ ბავშვთა მიმართ სახელმწიფო მიდგომის სასწრაფოდ შეცვლა: პრობლემა დარჩება პრობლემად, თუკი, სახელმწიფო დონეზე არ შეიცვალა მიდგომა. უპირველესად, ბავშვთა ზრუნვის სისტემამ, შრომის პოლიტიკამ უნდა დაინახოს ეს ბავშვები. ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებები, რეგულაციები ჩამოყალიბდება, მანამდე ყველა იმ სტრუქტურის კოორდინაციაა საჭირო, რომლებიც შემხებლობაში არიან ამ კატეგორიის ბავშვებთან; არ უნდა მოხდეს იმით შემოფარგვლა, რომ ეს ბავშვები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან... სახელმწიფომ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობით და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, ერთობლივი კოორდინაციით უნდა იმუშაოს, სახელმწიფომ უნდა დაინახოს ეს ბავშვები“.

ფოტო ეკუთვნის: www.rizevizyon.com-ს.





 ახალი ამბები
  • განზრახ მკვლელობა მცხეთაში- ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინესსაქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბ.ი.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნით დ.ჩ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ჩ. საავადმყოფოში 14 ივნისს გარდაიცვალა.  ვინაიდან ბ.ი. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ... ...
  • „ქურდული გარჩევა“ ქუთაისში - დაკავებულია 3 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით ... ...
  • "კობახიძე საშიში ქოსატყუილაა, გახარიამ კი ააფეთქა ყველაფერი, რასაც მიეკარა" _ ჭიჭინაძეწინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. "კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს, ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად, ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო , თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად, ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება", _ განაცხადა დავით ... ...
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტოსკოლის წარმომადგენელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო  ,,D”  კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი  ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ... ...
  • "კობახიძე არის ქოსატყუილა"- ჭიჭინაძე„წინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩაანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა. კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა“,_ აღნიშნულ განცხადებას „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მაშინ კობახიძე საქართველოში არ იმყოფებოდა. „კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო, თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე -  საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება“,_ აცხადებს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...