"ჩვენი მოსწავლეები მაღალი ხარისხით გამოირჩევიან"

ზაფრანი

"ჩვენი მოსწავლეები მაღალი ხარისხით გამოირჩევიან"

11 ივლ. 2015, 17:29:22

გამოცდების ეროვნულ ცენტრში რამდენიმე ახლობელი მყავს და ცოტა ხნის წინ აბიტურიენტების მიერ დაშვებულ შეცდომებზე მესაუბრნენ. საერთო მდგომარეობა საგანგაშოა. მაგალითისთვის მოგიყვანთ, რომ მიმდინარე წლის სკოლადამთავრებულების ერთმა ნაწილმა გამოცდებზე ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ნაწარმოებების დასახელება ვერ შეძლო.

დღევანდელ წერილში თქვენს სამსჯავროზე სხვადასხვა ვებ-გვერდებზე მოძიებულ საინტერესო მასალას წარმოგიდგენთ.  "ენთუზიასტებმა" სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების დირექტორების მიერ მაღალ ინსტანციებში გაგზავნილი წერილების ფრაგმენტები გაავრცელეს. ირკვევა, რომ ეს ადამიანები მშობლიურ ენასთან მწყრალად არიან. რასაკვირველია იბადება შეკითხვა, ამ პიროვნებებმა მოსწავლეების აღზრდა-განათლების პროცესი როგორ უნდა წარმართონ? ამ საქმეს თავს როგორ გაართმევენ, ამაში ქვემოთ მოყვანილი მაგალითებით დარწმუნდებით.

"თქვენს მიერ გამოთქმული უკმაყოფილება ჩემს მიმართ, რამაც მაიძულა ამ ანგარიშის დაწერა თქვენს მიმართ, უსაფუძვლოა".

"მოცურავე წიგნები შველას ითხოვენ (წყალდიდობამ დააზიანა ბიბლიოთეკა)".

"ისტორიის მასწავლებელი არის ახალბედა, სულ ორი წლის".

"დღეისათვის ხელოვანმა, გამოცდილმა პედაგოგებმა ძლიერი ზარი უნდა შემოვკრათ საუკუნეების მიღმა უღრანებში დავანებულ კაცობრიობის ცოდნისა და განათლებას და გადავცეთ ის ახალბედა პედაგოგებს".

"უკეთესი ხარისხის ამაღლების მიზნით, ჩვენ ვეძებთ გზებს და …"

"ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია პრიორიტეტულია მხოლოდ დაწყებით კლასებში".

"ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება საფუძვლიანი შეკეთება, თორემ მალე რემონტს აღარ დავექვემდებარებით".

"სკოლას კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია, მხოლოდ კოსმეტიკა წავუსვით".

"სკოლას წყალდიდობის შედეგად აღარ აქვს იატაკი ჭერი, კედლები, სახურავი, საძირკველი და კოჭებიც კი. მე რა ვქნა? (დარჩა რამე? )"

"მოგმართავთ სრულიად საქართველოს პედაგოგი".

"ჩემს სკოლაში პედაგოგებს არ მოჰკლებიათ ცარცი".

"სკოლა საჭიროებს შებათქაშებას და შეგაჯვას".

"თვითმართველობის ორგანომ უარი მითხრა დაფინანსებაზე. აბა ის ორგანო რა ორგანოა, უარს რომ გეტყვის საჭიროების შემთხვევაში".

"ჩვენი ვალია აღვზარდოთ მოსწავლეები, რომელნიც ამავე დროს იქნებიან მოზარდები (ამავე დროს )".

"მოვაწყვეთ  ვალენტინობა - სიყვარულის დღე,  რომელზეც მოვიწვიეთ სკოლის ვეტერანი მასწავლებლები".

"ჩვენი მოსწავლეები მაღალი ხარისხით გამოირჩევიან".

"წყალმა არ იკმარა ბიბლიოთეკის სარდაფში დგომა და გადავიდა საძირკველში და დაიწყო დაჭაობება".

"გასულ სასწავლო წელს ავად ვიყავი. ახლა იმედია ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიც მექნება და ყველაფერს განვახორციელებ".

"ისტორიის მასწავლებელი სულ ახლახანს დაბერდა".

"ჩვენი სკოლა მართალია ნახმარია, მაგრამ კარგად შენახული".

"ჩვენი სკოლა ემსახურება მხოლოდ 4 კმ რადიუსის მქონე ბავშვებს".

"მყავს უცხო ენის პედაგოგი, რომელიც გასულია პენსიაში, მაგრამ არ უნდა ბოლომდე გასვლა.

"ბავშვებს გადაეცა ტკბილეული. მართალია მეორადი, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში!"

"სკოლის რემონტი მოვახერხეთ მოსწავლეთა მამების ძალადობით!"

"ქარმა მთლიანად მოგლიჯა პერიპეტიები!"

"ქვემოთ მიღებული გადაწყვეტილება უფრო ეფექტურია ვიდრე ზემოთ!"

"მე ვთვლი, რომ ჩვენს სკოლას კოსმეტიკური კი არა ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება!"

"თვალსაჩინო ადგილას გამოვფინეთ სახელმძღვანელოთა ავტორები!"

"ბავშვებში ჩადებული კაპიტალი ბუმერანგივით დაუბრუნდება სამშობლოს!"

"ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი 64 წლისაა. მიუხედავად ამისა, სურს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამიტომაც გთხოვთ გადაგვიმზადოთ!"

"სკოლაში მიგრაციამ თითქმის მოსახლეობის მაქსიმუმს გადააჭარბა!"

"სკოლაში აღმოიფხვრა კორუფცია და დიპლომატია!"

"ისტორიის მასწავლებელმა გააჩინა ტყუპი ვაჟები და სულ დაავიწყდა პროგრამა!“

სკოლის დირექტორების შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების კურიოზებს შემოგთავაზებთ.

"ნიკა, გირჩევ კარგად ისწავლო ნაწარმოების ტექსტი, რათა არ გაგიჭირდეს ციტირება".

"დაჭრილი ლომი ღრიალებს" - ლომი ქვემდებარული დამოკიდებული წინადადებაა".

"მერცხლები ქვემდებარეა. ისინი დამოკიდებულია გაზაფხულზე, ამიტომ არის ქვემდებარული დამოკიდებული წინადადება".

"აზრი ზუსტად არის გადმოცემული, მაგრამ ლექსიკა მწირია. . .არ ჩანს საიდან გამოაქვს დასკვნები მოსწავლეს. არ ჩანს  მორალური კოდექსის  და კანონების მოშველიება. (ლაპარაკია აკაკის "გამზრდელზე")".

"ღამე "მგზავრის წერილებში" არის ბნელი ადგილი".

"მან მიატია ქმარი, შვილები. (ლაპარაკია შუშანიკზე)".

"ამას ისიც დაემატა, რომ ერთი შვილი მტკვარში დაეხრჩო პირველი პურობის დროს. (ფაქტის დამახინჯება შუშანიკთან). მერე გავაიგავებ აბოსთან".

"ღამემ დალია ილია ერთ-ერთ სადგურში".

"ღამით იწყება ბრძოლის უნარის შერწყმა ადამიანურ მეში".

"ვიცით, რომ ახალგაზრდა ბარათაშვილს სულიერად შემოუღამდა. მას ამ დროს თანაუგრძნობს თავისი მეგობარი მთაწმინდა".

"ღამეს ბარათაშვილის ნაწარმოებში აქვს მეგობრის სახე. როგორც ქალი მოხუც მამას ეალერსება".

"ჰოი ბნელო ღამევ, მეჯავრები მე შენ. ამბობს ჭავჭავაძე  "კაცია ადამიანში" (ფაქტის დამახინჯება)".

"რომანტიკოსისთვის სილაღე იწყება მარტოობითა და ღამით, ილია კი ებრძვის სიბნელეს, რამაც დააჩლუნგა ქართველები. ბარათაშვილი რომანტიზმს ეძებს ამ ლექსში და იპოვა კიდეც. ილია კი თერგდალეულია და ამბობს, როგორ შევეყრებიო. აქედან გამომდინარე, ღამის მიერ დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია".

"იაკობ ცურტაველის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა, რომ იგი უძველესი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია".

"მუცალი ალუდამ მოკვლამდე იცნო, სიზმარში ყავდა ნანახი და ამიტომ ის მისი მტერი არ იქნებოდა".

"სიმბოლისტები ეტრფიან სამშობლოს და სწამთ სულისა და ხორცის ერთად არსებობა".

"სიმბოლისტი არის ი. ჭავჭავაძე და მისი "გლახის ნაამბობის" ხიდჩატეხილობა".

"სიმბოლიზმის ერთ-ერთი ნიშანია ყვავილის ტარება პიჯაკის ჯიბით."





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...