„ელექტრონული“ ასტროლოგია

ზაფრანი

„ელექტრონული“ ასტროლოგია

11 ივნ. 2020, 18:33:59

ვერძი - უთო

გვერდიდან ხშირად ისე ჩანს, თითქოს თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მხოლოდ თქვენ იცით, რა ტემპერატურამდე უნდა ახვიდეთ იმისათვის, რომ შექმნათ ეს "ყველაფერი წესრიგშია"-ს ეფექტი. შესაშურია თქვენი უნარი, ჟინი და მიზანსწრაფულობა, გაასწოროთ თუ გააუთოოთ სასურველ მდგომარეობამდე მოცემული რეალობა – ასეთი დაჭმუჭნილი და უსწორმასწორო. სამაგიეროდ, სულ სხვა იერს იღებს ის თქვენი ჩარევის შემდეგ - მოუწესრიგებელი, ქაოტური ნივთების მთა აკურატულად დალაგებული და საოცრად მოწესრიგებული ხდება. ქვეყანა ბევრად უკეთესი იქნებოდა, ეს უნარი რომ ბევრ ადამიანს ჰქონდეს!

კურო - ჩაიდანი

ეს ჰოროსკოპი რომ ავეჯის ყოფილიყო, თქვენ უყოყმანოდ დივანი იქნებოდით – საიმედო, საფუძვლიანი, ისეთი, როგორსაც ყოველთვის და ყველა სიტუაციაში დაეყრდნობოდი. მაგრამ ამჯერად თქვენ ჩაიდანი ხართ. ცუდი არაფერი იფიქროთ, აქ ეს საამაყოა. თქვენ სამოვარივით ხართ, ყოველთვის სუფრის თავში და დანარჩენი ჭურჭელი თქვენ გარშემო. ჩაი ბევრს სურს და ყველა თქვენთან მოდის დასახმარებლად. ფინჯნები პატარა და ცარიელია, თქვენ კი დიდი ხართ და სულ სავსე. შესაბამისად, ყოველთვის სწორედ თქვენ ავსებთ ყველა ფინჯანში სიცარიელეს. თან ყველას სურს ჩაიჭყიტოს, რა არის სამოვრის სახურავის ქვეშ, თითქოს არ იცოდნენ, რომ წყალი დროზე ადრე ვერ ადუღდება. წყალი კი არავისთვის გენანებათ, მაგრამ თუ დაცარიელდით, გამორიცხული არ არის, რომ გადაიწვათ.

ტყუპი - კომპიუტერ

თანაც მთელი კომპლექტაციით: ჭკვიანი პროცესორით, მკვეთრი მონიტორით და ერგონომიული კლავიატურით. თქვენ იტევთ და გადაამუშავებთ უზარმაზარ და ურთულეს ინფორმაციას, როცა არსებობს ასეთი ამოცანა... მაგრამ ამოცანის მისაცემად მაუსია საჭირო. კომპიუტერი თაგუნას გარეშე – სრულყოფილი სისტემაა, მაგრამ მისი გამოყენება შეუძლებელია. მაუსი – კომპიუტერთან მიდგომის საშუალებაა. თითქოს, ნებისმიერი თაგუნას მორგებაა კომპიუტერისთვის შესაძლებელი, მაგრამ სწრაფი სისტემების საუკუნეში დახვეწილი ოპტიკური მართვა უკეთესად აკლიკებს.

კირჩხიბი - გაზის ქურა

თანაც ძალიან კარგი ქურა. ყველას გამოკვებავთ, ყველასთვის აცხობთ, ყველაზე დარდობთ, მთელი ოჯახი თქვენ ირგვლივ ტრიალებს. თქვენშია მთელი სითბო და სულიერება, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ საკუთარ თავს ეკითხებით: "როდემდე უნდა ვაცხო და ვაცხო, როდისღა ვიცხოვრო?" და აქვე გაქვთ პასუხიც: "იმიტომაც ვაცხობ, რომ ქურა ვარ, ასეთია ჩემი ხვედრი". სინამდვილეში, ყველაფერი ასე ცუდადაც არ არის; უბრალოდ, კარგი იქნება, თუ ხანდახან დაისვენებთ, ეს აუცილებელია როგორც თქვენთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის.

ლომი - მტვერსასრუტი

მთელი ქვეყნის ხმებს ახშობთ, თქვენს სიახლოვეს არაფერი ისმის და ყველაფერი ქრება. ძლევამოსილი ჰაერით ისრუტავთ მტვერსა და რუტინას, შეგიძლიათ დააშროთ ნებისმიერი ჭაობი, გააფერადოთ ირგვლივ ყველაფერი ნათელი ფერებით. თქვენ მიზანმიმართული ენერგიის საბადო ხართ და შეგიძლიათ უამრავი რამის შეთვისება, ისეთისაც, რაც საერთოდ არ გჭირდებათ. ყველა საქმეს ერთნაირი ენთუზიაზმით ეკიდებით, იქნება ეს ნემსი თუ უზარმაზარი კარადა. მთავარია, ნუ გაბრაზდებით, თუ კარადას ვერ დაძლევთ. უმჯობესია, სანამ ამხელა საქმეს შეეჭიდებით, წინასწარ დაფიქრდეთ, გჭირდებათ კი ეს?

ქალწული - ვიდეოკამერა

ყურადღებით აკვირდებით სამყაროს, ყველაფერს ამჩნევთ და იწერთ, შემდეგ კი გადმოსცემთ გაანალიზებულად და ციფრული სახით. დიახ, ეს გონიერი მოწყობილობაა, თუმცა, ნუ იფიქრებთ, რომ ის მხოლოდ მომხდარის ფოკუსირებას ახდენს. არა! ვიდეოკამერის მგრძნობიარე ოპტიკას შეუძლია გადააკეთოს სინამდვილე როგორც უკეთესობისკენ, ასევე უარესობისკენ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვიდეოკამერას არ უყვარს და კატეგორიულად არ აჩენს მათ ლამაზად, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომელთაც ყველა კუთხიდან ალამაზებს. თუ კამერას ვინმე შეუყვარდა, შეუძლია ის წამში ვარსკვლავად აქციოს.

სასწორი - რადიო

სასწორის ისრისთვის მოსაბეზრებელია ბანალური კილოგრამების რაოდენობის ჩვენება, მისთვის ბევრად სახალისოა ფმ-ის სიხშირეებზე ბოდიალი. რამხელა ქვეყანა დევს თქვენს დიაპაზონზე, რამდენ გრძნობას, აზრსა და მელოდიას იტევთ. და რა რთულია მხოლოდ ერთი სიხშირის ამორჩევა. არადა, უნდა აირჩიოთ, რადგან თქვენს ბოდიალს სხვადასხვა დიაპაზონზე საშინელი ხმაური და ზუზუნი მოჰყვება. მეორე მხრივ, შეიძლება 5 წუთი იბოდიალო იმისათვის, რომ შემდეგ კარგ მუსიკას მოუსმინო. თქვენ უყვარხართ, თქვენთან ყოველთვის მხიარულებაა, თქვენ სიახლოვეს მოწყენაც კი სასიამოვნოა.

მორიელი - სამზარეულოს კომბაინი

შეგიძლიათ გაბდღვნათ, დააქუცმაცოთ ყველაფერი, რაც კი ხელში მოგხვდებათ და შეწინააღმდეგებას აქ აზრი არ აქვს, თქვენ ხომ ყველაფერს ერევით, გარდა ქვისა. მსოფლიოს ბატონობა გინდათ და კარგად იცით, რომ დამანგრეველი ძალის გარეშე ჯერ ეს არავის გამოსვლია. ასეა მოწყობილი ეს სამყარო: შექმნის გზა ნგრევის გარეშე წარმოუდგენელია; შექმნა კი – თქვენი ბუნების მეორე მხარეა, გემრიელი კერძები მზადდება თქვენ მიერ დაქუცმაცებული პროდუქტებისგან.

მშვილდოსანი - ტელევიზორი

და არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ტელევიზორივით შეგიძლიათ გამოასხივოთ სითბო და ანათოთ, არამედ იმიტომაც, რომ გულუხვად უზიარებთ გარშემომყოფებს იმას, რაც შინაგანად გაგაჩნიათ. თუმცა ადამიანები ხშირად ამის გამო გლანძღავენ და უბედურების წყაროდ მიგიჩნევენ. არადა, თქვენ ხომ მხოლოდ იმას გადმოსცემთ, რაც ქვეყანაზე ხდება?

თხის რქა - მაცივარი

სამზარეულოს და მთელი სახლის მთავარი ფიგურა ხართ. მაცივარი ხართ, მაგრამ სულს კი ათბობთ. არავინ იცის, რას ინახავთ მაგ გარეგნული შეუდრეკელობისა და სიმკაცრის მიღმა. არადა, იქ ხშირად ბევრი გემრიელობა მოიძებნება, ხან კი სრული სიცარიელეა. ისე, როგორც არავის, მაცივარს უხდება კარლსონის ფილოსოფიური ფრაზა: "აქ არაფერია და არც არაფერი არასოდეს იქნება, თუ არაფერს შეინახავთ!"

მერწყული - სარეცხის მანქანა

არა იმიტომ, რომ სარეცხის მანქანაც წყალს უკავშირდება, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ამ მანქანასავით მთელი სერიოზულობითა და სკურპულოზობით ეკიდებით ყველა იმ საქმეს, რასაც დაგავალებენ. თქვენს სიძლიერეს კი მხოლოდ სქელი და მკვრივი ქსოვილი თუ გაუძლებს, თხელსა და სიფრიფანას ნაკუწებად აქცევთ. შეეცადეთ, მოზომოთ თქვენი ენერგია, აკონტროლოთ თავი – ხშირად ხდება, რომ ყველაფერი უკვე სუფთაა, თქვენ კი მაინც რეცხავთ და რეცხავთ. ისწავლეთ სწორი პროგრამის შერჩევა, შესაბამისად, გამოიყენეთ მოკლე ციკლი ან დელიკატური რეცხვის რეჟიმი.

თევზები - მობილური ტელეფონი

ისევე, როგორც მობილური ტელეფონი, თქვენც ერთი შეხედვით, მშვიდი ხართ და არავის ეხებით, თქვენთვის ხართ სადმე კუთხეში წყნარად, მაგრამ იქამდე, სანამ რეკვას არ დაგიწყებენ. ჩართული რეჟიმის დროს თქვენ უამრავ ინფორმაციას ატარებთ, მათ შორის, ზედმეტს და უსარგებლოსაც. მაგრამ რადგან ტელეფონი ხართ, არ შეგიძლიათ აირჩიოთ, ვის ეკონტაქტოთ და ვის არა. ხშირად ძალიან სწრაფად იღლებით და გესაჭიროებათ დატენვა. სამაგიეროდ, როგორც მობილური ტელეფონი, თქვენც მუდამ იხვეწებით და თქვენი ცხოვრების ყოველ ახალ ეტაპს ახალი მოდელით ხვდებით.





 ახალი ამბები
  • ლანჩხუთში ლენინის ბიუსტი მოიპარესლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვალდოია წულაძის სახლ-მუზეუმში მოპარულია რეკვიზიტად გამოყენებული ლენინის სპილენძის დიდი ბიუსტი. ბიუსტი კვარცხლბეკის გარეშე იდგა ვალოდია წულაძის მუზეუმის უკანა ეზოში. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში “გურია ნიუსს“ განუცხადეს საქმე გადაცემულია შინაგან საქმეთა ... ...
  • არასამთავრობო ორგანიზაციები შშმ პირთა შესახებ კანონის აღსრულების შეფერხებას ეხმაურებიანარასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების შეფერხების პროცესს ეხმაურებიან და მთავრობას კანონით ნაკისრი ვადაგადაცილებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ, _ ერთობლივ განცხადებას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს. შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი , რომელიც პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო, ამოქმედების პირველ ეტაპზე, 2020-2021 წლებში აღმასრულებელი ხელისუფლების უმთავრეს ვალდებულებად   პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შემუშავებას ითვალისწინებდა, თუმცა ეს დროულად ვერ მოხერხდა. „საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ იმ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა განხორციელების ბოლო ვადად მიმდინარე წლის პირველი იანვარი იყო განსაზღვრული, საერთოდ არ შესრულებულა. ამ პერიოდში მხოლოდ ორი აქტივობის განხორციელება გახდა შესაძლებელი - იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის დამტკიცდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსის  მიღების  პროცედურები, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  ნახევარი წლის დაგვიანებით შეიმუშავა და დაამტკიცა სურდო თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა. აღნიშნული ინსტრუმენტების არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანია შშმ პირთა თემისთვის, თუმცა ისინი ვერ ანაცვლებს კანონით გათვალისწინებულ სხვა ძირეულ ვალდებულებებს“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადებაში. ისინი მთავრობას მოუწოდებენ შეიმუშაოს და დაამტკიცოს 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს მომდევნო წლების განმავლობაში შშმ პირთა მიმართ სახელმწიფოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი  პრიორიტეტები, რომელიც თავის მხრივ მომავალში გატარებული პოლიტიკის საფუძველი იქნება. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისთვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანოს შექმნას სთხოვენ, რომლის ვალდებულება იქნება, განსაზღვროს  და დააკოორდინიროს ქვეყანაში კონვენციის აღსრულება და უზრუნველყოს შშმ თემისა და სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მონაწილეობა ამ პროცესში: „საქართველოს მთავრობას: უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შშმ პირთა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამ პროცესში შშმ თემის წევრების აქტიური ჩარ-თულობა; უმოკლეს ვადებში შექმნას კონვენციის იმპლემენტაციისა და კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც იქნება კონვენციის სტანდარტების სრულ შესაბამისობაში და, მათ შორის, გაითვალისწინებს შშმ თემის ეფექტიან მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში; შშმ თემის ჩართულობით უზრუნველყოფილი იყოს ყველა უწყების მიერ წლიური სამოქმედო გეგმების მიღება, რომელიც შინაარსობრივად დაეფუძნება შშმ პირთა რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს; შემუშავდეს შშმ თემისა და ორგანიზაციების ჩართულობის სტანდარტი, რომლითაც იხელმძღვანელებს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლება ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელების დროს; განხორციელდეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების აქტიური და სიღრმისეული ინფორმირება კონვენციითა და შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ. საქართველოს პარლამენტს: შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებაზე განახორციელოს აქტიური და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა და ამ პროცესში უზრუნველყოს შშმ თემის აქტიური ჩართულობა და მათი პოზიციების პრიორიტეტიზაცია“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO); ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP); გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი; ააიპ თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი (EPC); ასოციაცია დეა; პლატფორმა სალამი; ააიპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი; მარიკო კობახიძე; ესმა გუმბერიძე; გიორგი ... ...
  • საქსტატის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასი 1256 ლარამდე გაიზარდა2021 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2 პროცენტით); მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით); 2021 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების - 1 473.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 49.5 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ... ...
  • თანხები რეგფონდიდან, წინსწრებით დაგებული გზები და უკმაყოფილო სოფლის დეპუტატებიმერიის წინადადების საფუძველზე ლანჩხუთის საკრებულოში დეპუტატებს რიგგარეშედ მოუწიათ შეკრება და სხდომის გამართვა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა. სხდომის დღის წესრიგი კი  ორი საკითხისგან შედგებოდა. პირველი საკითხი  2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ  ლანჩხუთის  საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანას ეხებოდა და ის დეპუტატებს მერის მოადგილემ ბიძინა იმნაიშვილმა გააცნო. მეორე საკითხის შესაბამისად კი საკრებულოს წევრებმა განკარგულება დაამტკიცეს და  „ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს მიერ მიღებულ -„ევროპული ქარტია ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას თანხმობის მიცეს. როგორც პირველი საკითხის მომხსენებელმა ბიძინა იმნაიშვილმა აღნიშნა, რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 2719106 ლარი გამოეყო, საიდანაც 48315 ლარი ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. დარჩენილი თანხა, მერიის მხრიდან გაჟღერებული განმარტებების მიხედვით, მუნიციპალიტეტის რიგ ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდება და ისიც შიდა გზების რეაბილიტაციისთვის გაიხარჯება. სწორედ ბიუჯეტში  შესაბამისი ცვლილების ასახვის მიზნით დაიწყო საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება. თუმცა, მანამ  საკითხს დასტურს მისცემდნენ, დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებებიც დააფიქსირეს. უმრავლესობის წევრმა და „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ,  ციცი ჩხაიძემ აქცენტი სანახევროდ რეაბილიტირებულ, განსაკუთრებით კი ქალაქის ტერიტორიაზე,  გააკეთა და ინფრასტრუქტურის სამსახურისგან ამასთან დაკავშირებთ განმარტებებიც მოითხოვა. „მაინტერესებს ერთი რამ ამ გზებთან დაკავშირებით, ქალაქში გადმოსასვლელი რომ არის, იქ სულ მოუწესრიგებელია, ჩიბათში მივდივარ-გზა სოფელში შეწყვეტილია, გვიმბალაურში თუ აგარაკში ავდივარ, გზა ბოლომდე მიყვანილი არაა, თამარ მეფის ქუჩაზე გავდივარ-საშინელი მდგომარეობაა. ერთხელ და სამუდამოდ რა აფერხებს ამის დასრულებას, რა ხდება ან რატომ?! თანხა არყოფნის?! გათვალისწინებული არაა პროექტში თუ რატომ ვაწყდებით ასეთ პრობლემებს?!“- აღნიშნა „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ.  კითხვები სხვა დეპუტატებსაც გაუჩინა წარმოდგენილმა საკითხმა. მათი არგუმენტით, ზემონახსენები დაფინანსება რამდენიმე  ადმინისტრაციულ ერთეულს არ მოიცავს და მათთვის გაუგებარი რჩება თუ რატომ. „ლესა სად არის? გვიმბალაური სადაა? სხვა რამდენიმე  ადმინისტრაციული ერთეული სადაა? თუ იქ არ არის შიდა გზების პრობლემები?!“-  იკითხა დეპუტატმა ამირან გიგინეიშვილმა.  პასუხად კი საკითხის მომხსენებლისგან მიიღო, რომ ზემონახსენები თანხა იქ გამოიყო, სადაც უკვე მზა პროექტები არსებობდა. ლესის მაჟორიტარის, ელისო ჭიჭინაძისთვის პრიორიტეტების შერჩევამ შექმნა ბუნდოვანება. „საინტერესოა როგორ შეირჩა პრიორიტეტები. სულ გზას ვიძახით და ვინ უნდა გაამზადოს ეს პროექტები?! ჩვენ თავად თუ რა ხდება?! ვერ გავიგე! ხომ ამბობენ, რომ ეს წინასწარ გამზადებული პროექტებიაო, გვაჩვენონ ინფრასტრუქტურის სამსახურში ვის რამდენი განცხადება აქვს შენატანი გზების თაობაზე. თუ არ ვცდები სულ 16 ადმინისტრაციული ერთეულია და აქ 11-ია ასახული, ანუ 11 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი და ის დანარჩენი ხუთი უკეთეს მდგომარეობაშია?! “ საფინანსო კომისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მახათაძემ კი მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურიდან სრული ჩამონათვალი მოითხოვა თუ რომელ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგფონდიდან  რა თანხა გაიხარჯა2017 მოყოლებული დღემდე.  „მომავალი საკრებულოს  სხდომისთვის, როცა ეს წარმოდგენილი ბიუჯეტში ცვლილება უნდა დავამტკიცოთ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა წარმოგვიდგინოს 2017 წლიდან დღემდე ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით რეგიონალური განვითარების ფონდიდან რა თანხებია გახარჯული. გზა იქნება, პარკი იქნება თუ რაც იქნება“, _ საკუთარი მოთხოვნა დააყენა საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ.    დეპუტატთა მხრიდან გაჟღერებული პრეტენზიების საპასუხოდ განმარტებების გაკეთება  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველ პირს ლევან ჩხაიძეს მოუწია. მისი თქმით, ლესაში გზა წინსწრებით დაიგო და ამიტომაც ვერ მოხვდა ის ახლანდელ ჩამონათვალში: ლესაში წელს გასაკეთებელი გზა  შარშან,  წინსწრებით დაიგო. 2020 წელს ლესაში 250 ათასი ლარი დაიხარჯა. იგივე მოხდა გვიმბალაურში. აქედან გამომდინარე, თანხები იმდენი არაა, რომ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს  ეყოს, ამიტომ გავათანაბრეთ. ღრმაღელეში რეგფონდიდან უკვე მიმდინარეობს გზის დაგება. მაჩხვარეთში კი მომზადებულია საპროექტო დოკუმენტაცია და გამოცხადდება ტენდერი“, -განმარტა ჩხაიძემ.  რაც შეეხება სანახევროდ გაკეთებულ ქუჩებს, ლევან ჩხაიძის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას პრიორიტეტი ისეთ ქუჩებს ენიჭება, სადაც ინტენსიური მოძრაობაა.  ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მიერ გაკეთებულმა განმარტებებმა ლესის მაჟორიტარის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა. „სულ საუბარია, რომ ლესაში კეთდება სკოლა, გაკეთდა საბავშვო ბაღი, გაზი, მაგრამ მე ვკითხულობ ამ ფონდის თანხებიდან რა გაკეთდა ჩემს სოფელში?! რატომ მიდებთ საპირწონედ სკოლა და ასე შემდეგ. არ უნდა გაკეთებულიყო?!  რაც არ გაკეთდა ის რატომ არ გახსოვთ და არასწორად რომ შეირჩა პრიორიტეტები. საექიმო უბანი რომ არაა სოფელში და ადამიანები ოჯახში აკითხავენ ექიმს. არასწორად იყო შერჩეული პრიორიტეტები და ახლაც არასწორადაა.  მე ამ საკითხს მხარს დავუჭერ სხვა სოფლების განვითარებისთვის, მაგრამ  არასწორად გაქვთ პრიორიტეტები!“ დასძინა ელისო ჭიჭინაძემ. ცხარე დებატების შემდეგ ჯერი საკითხის  კენჭისყრაზეც მიდგა და ბიუჯეტში ცვლილების განხორციელების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას სხდომაზე მყოფებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი, მიუხედავად აზრთა ... ...
  • "ეს სურების წმინდა გიორგის სახელობის ხის იავარქმნილი ეკლესიაა" _ ვახუშტი მენაბდეკონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ხის ეკლესიის ფოტოს აქვეყნებს. "ეს წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესიაა გურიის სოფელ სურებში. სამწუხაროდ, იავარქმნილი - დასანანია, რომ ასეთ კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ხის ეკლესიები აქა იქ თუ შემორჩა ჩვენში, არადა, ერთ დროს ძირითადად ასეთებს აშენებდნენ. ძალიან სპეციფიურია მისი არქიტექტურა და საინტერესო. სოფელი მდინარე სუფსის მისტიურ ხეობაშია მდებარეობს და ძველი დროიდანაა ცნობილი", _ წერს ვახუშტი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...