რა გელოდებათ მარტში?

ზაფრანი

რა გელოდებათ მარტში?

1 მარ. 2021, 16:27:05

ვერძი - მარტი სასიყვარულო ურთიერთობების განმტკიცებაში დაგეხმარებათ და თუ შეყვარებული არ ხართ, ნამდვილ სიყვარულს გაპოვნინებთ. იქნებით ფსიქოლოგიურად მდგრადები, რაც სტრესული სიტუაციების დამარცხებაში დაგეხმარებათ. პრობლემების მარტივად მოგვარებას შეძლებთ. გამოსავალს ყველა სიტუაციიდან ცხოვრება თავად გაპოვნინებთ და წარმატების მომტან შესაძლებლობებს მოგიტანთ. მთავარია იცოდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია, არ დაგეზაროთ შრომა, იყავით აქტიურები და წარმატება გარანტირებულია.

კურო - საყვარელ ადამიანებთან უფრო მეტ კავშირსა და სიახლოვეს იგრძნობთ. გირჩევთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობებს უფრო მეტი დრო დაუთმოთ და უფრო მეტი რომანტიკა შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. მოაწყვეთ რომანტიკული საღამო, აჩუქეთ რაიმე, თუნდაც მცირედი საჩუქარი თქვენს პარტნიორს. თუ ურთიერთობის განმტკიცებაზე არ იზრუნებთ, შესაძლოა, პრობლემებმა იჩინოს თავი. მოსალოდნელია მცირე ფინანსური პრობლემები, მაგრამ მარტის მიწურულს ყველაფრის მოგვარებას შეძლებთ.

ტყუპები - მარტში ბევრი წარმატება და ასევე წარუმატებლობა გელოდებათ. ცხოვრება თქვენგან რთული ამოცანების გადაჭრას მოითხოვს და საჭიროა, რომ ყველა პრობლემა მაქსიმალურად კრეატიული გზით გადაწყვიტოთ. მოიშველიეთ თქვენი ინტელექტი და ყველაფერი კარგად იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ და პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.

კირჩხიბი - თუ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა გაწუხებთ, მარტში ყველაფერი მოგვარდება. იქნებით ფსიქოლოგიურად ჯანსაღები. პროფესიული თვალსაზრისითაც წარმატება გელოდებათ და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალ შესაძლებლობებს მიიღებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ თქვათ უარი მათზე. დიდი შანსია იმისა, რომ ახალ სამსახურს დაიწყებთ, გაიზრდება თქვენი ხელფასი და შემოსავალი. ფინანსურად მარტი კირჩხიბებისთვის იდეალური თვე იქნება. გირჩევთ ფული არ გაასესხოთ. მარტში გასესხებულ ფულს, დიდი ალბათობით, ძნელად დაგიბრუნებენ, ან საერთოდ არ დაგიბრუნებენ.

ლომი - მარტის პირველი 12 დღე შედარებით რთული იქნება თქვენთვის. შესაძლოა, ჯანმრთელობის მცირე პრობლემები შეგექმნათ და დეპრესიამ იჩინოს თავი. ამიტომ, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და დაიტვირთეთ პოზიტიური ვიბრაციებით. ამ პერიოდში ბიზნესმენ ლომებს წარუმატებლობა ელით. შესაძლოა, დიდი ფინანსური დანაკარგის წინაშე აღმოჩნდეთ, ან ბიზნეს პარტნიორთან კონფლიქტი მოგივიდეთ. მარტი ლომებისთვის, ოჯახური ურთიერთობების თვალსაზრისით, იდეალურია. ოჯახთან დიდ კავშირს იგრძნობთ და სწორედ ოჯახის წევრების მხარდაჭერა შეასრულებს დიდ როლს პრობლემების მოგვარების კუთხით.

ქალწული - მარტი საქმიანი კუთხით და ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით ბევრ ახალ შესაძლებლობას მოგიტანთ. გირჩევთ არ იფიქროთ ძალიან ბევრი და მიიღოთ სარისკო გადაწყვეტილებები, რადგანაც ამ თვეში გადადგმული სარისკო ნაბიჯები თქვენთვის აუცილებლად იქნება წარმატების მომტანი. სასიყვარულო ურთიერთობებში დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. შეინარჩუნებთ სტაბილურობასა და ბალანსს.

სასწორი - მარტში გაგიჭირდებათ ბალანსის პოვნა და ამიტომაც, თავს იდეალურად ვერ გრძნობთ, მაგრამ არ მოიწყინოთ, საერთო ჯამში, ეს არ იქნება თქვენთვის ცუდი თვე. მონოტონურ ცხოვრებას თავგადასავლები შეცვლის. ვიცით, რომ არ გიყვართ თავგადასავლები, მაგრამ ეცადეთ ყველაფერში პოზიტივი დაინახოთ. წარმატებული იქნება მარტი მოდის სფეროში დასაქმებული სასწორებისთვის. სხვა პროფესიის ადამიანებს რაც შეეხება, შესაძლოა, კარიერა საფრთხის წინაშე დადგეს და საჭიროა მახვილგონივრულობის გამოჩენა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება. გირჩევთ, რომ სპონტანურად არ მიიღოთ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება. პირად ცხოვრებაში მცირე კონფლიქტები და უსიამოვნებები გელოდებათ. მარტის მიწურულს ყველაფერი დალაგდება.

მორიელი - პირველ რიგში, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგანაც შესაძლოა სეზონურმა ინფექციებმა შეგაწუხოთ. ფინანსური თვალსაზრისით მარტი იქნება იდეალური თვე. გაგიჩნდებათ შემოსავლის რამდენიმე ახალი წყარო და შესაძლოა, ოცნების სახლიც კი იყიდოთ. წარმატებულები იქნებით როგორც საქმიან, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში. წინ საინტერესო და ბედნიერებით სავსე თვე გელოდებათ. ისღა დაგრჩენიათ, უბრალოდ დატკბეთ ცხოვრებით.

მშვილდოსანი - შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტი თქვენთვის იდეალური თვე იქნება. გაუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა და ცხოვრებაში შესანიშნავი ეტაპი დაგიდგებათ. გაცილებით სასიამოვნო გახდება ოჯახური ურთიერთობები. ოჯახის წევრებთან კავშირი მოგიტანთ სულიერ სიმშვიდეს. სასიყვარულო ურთიერთობა კი რომანტიკით იქნება სავსე და ამ კუთხით ელოდეთ ბევრ სასიამოვნო სიახლეს. მარტოხელა მშვილდებო, დიდია შანსი, რომ ნამდვილ სიყვარულს იპოვით. წარმატება გელოდებათ პროფესიული თვალსაზრისითაც. შესაძლოა, სამსახურში დაგაწინაურონ, ან ახალი, უკეთესი სამსახური დაიწყოთ. გირჩევთ თანხა დააბანდოთ უძრავ ქონებაში, იყიდოთ სახლი, ან მიწის ნაკვეთი. მარტი მშვილდებისთვის იდეალური თვეა.

თხის რქა - წარმატება გელოდებათ ბიზნესში, პროფესიულ დონეზე. შეინარჩუნებთ ფინანსურ სტაბილურობას, თუმცა კრიზისული პერიოდი გეწყებათ სასიყვარულო ურთიერთობაში. დიდია საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის შანსი. თავს იჩენს გაუგებრობები და ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა დაშორების გადაწყვეტილებაც მიიღოს. კარგი იქნება, თუ შეძლებთ და არ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, რადგანაც რთული პერიოდი მარტის მიწურულს დასრულდება და მოსალოდნელია, რომ ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმის გამო ინანებთ.

მერწყული - მოემზადეთ, თქვენთვი ფანტასტიკური თვე იწყება, რომელიც ცხოვრების ყველა მიმართულებით ბედნიერებასა და კეთილდღეობას მოგიტანთ. გაიზრდება თქვენი შემოსავალი და წარმატებები გელოდებათ პროფესიული თვალსაზრისით. სასიყვარულო ურთიერთობაში სტაბილურობაა მოსალოდნელი, რაც ფსიქოლოგიური კუთხითაც სტაბილურობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, დაქორწინების გადაწყვეტილებაც მიიღოთ და თუ ასე მოიქცევით, ეს აუცილებლად იქნება წარმატებული და მყარი ქორწინება.

თევზები - პირველ რიგში გჭირდებათ ფსიქოლოგიური მდგრადობა. იპოვეთ თავში ძალა იმისა, რომ სტრესული სიტუაციებისადმი იყოთ უფრო მდგრადი და გამძლე. პროფესიული თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. შეინარჩუნებთ სტაბილურობას. შესაძლოა მოგბეზრდათ ყოველდღიური რუტინა, მაგრამ გირჩევთ, რომ მარტში თავი აარიდოთ სპონტანური და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას და მაქსიმალურად ეცადოთ ემოციების მართვას. უფრო მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებს. ეს პოზიტივით აგავსებთ და დადებითი ვიბრაციებით დაგმუხტავთ.





 ახალი ამბები
  • „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინეს - რა მოხდა გუდაურშისაქართველოს პროკურატურამ, 2018 წლის 16 მარტს გუდაურში, ე.წ „საძელე"-ს მთაზე მომხდარი საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მემანქანე-ოპერატორებს ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში ე.წ „საძელე"-ს მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტრო ენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა - შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" თანამშრომლებმა - ვ.ო.-მ და ლ.წ.-მ დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის  დაზიანებები მიიღეს. პროკურატურამ ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ... ...
  • თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას ... ...
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას 1 პირი დააკავესპოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 პირი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული გ.ჩ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ქუთაისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2 თანამზრახველთან ერთად, ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო მისმა თანამზრახველებმა გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.-ის თანამზრახველების იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მათი დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს”,_ აცხადებს ... ...
  • "სხვა გზა არ დამრჩენია" - მეუფე სტეფანე ისევ სასულიერო პირების განკვეთას აანონსებსჭყონდოდელი მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირები თავის საქციელს არ მოინანიებენ,  მღვდელმსახურებიდან განკვეთს: "სხვა გზა არ დამრჩენია და ვაცხადებ დღეს და შაბათს აღვასრულებ, თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ უაზრო მოქმედებებს, რომელიც პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, მე გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ეს ადამიანი განვკვეთო და აღარ ექნება უფლება, იყოს მღვდელმსახური. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული. შეიძლება ამ შემთხვევაში მისი განკვეთა არ მოხდეს. ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთავ, თუ ისინიც არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ არ შეწყვეტს უაზრო ქმედებებს, ალბათ მივიღებ ზომებს, მაგრამ ჯერჯერობით ამ სამით შემოვიფარგლები", _ აცხადებს მეუფე სტეფანე. წყარო: ... ...
  • პრეზიდენტი: 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზესაქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, იენს სტოლტენბერგთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა და მათ ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. „დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”, - წერს სალომე ზურაბიშვილი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...