რა სახის წიგნები უნდა შევურჩიოთ ბავშვს

ზაფრანი

რა სახის წიგნები უნდა შევურჩიოთ ბავშვს

14 აპრ. 2021, 16:16:16

ვერძს - ძალიან მოეწონება წიგნები ცნობილი ადამიანების, გმირების, რაინდებისა და პრინცესების შესახებ.

კურო - აღფრთოვანდება ლიტერატურით, რომელიც ლამაზად არის გაფორმებული ვიზუალურად. ამასთან ერთად, მისთვის საინტერესო იქნება წიგნები ხელგარჯილობის, ძერწვის ან მცენარეების მოვლის შესახებ.

ტყუპს - ბევრი, სხვადასხვა შინაარსის წიგნი უნდა მოუმარაგოთ, იმიტომ რომ ეს ნიშანი განსაკუთრებული გონებრივი აქტივობით გამოირჩევა. მისთვის საინტერესოა მოკლე მოთხრობები ან ე.წ. "ხმოვანი ზღაპრები".

კირჩხიბი - ემოციური და მგრძნობიარე ბავშვია. პატარა ასაკში მოიხიბლება ზღაპრებით, ხოლო სკოლის პერიოდიდან დაინტერესდება ისტორიული მოთხრობებითა და წიგნებით, სადაც ისტორიულ პერსონაჟებზეა საუბარი.

ლომს - ძალიან ხიბლავს წიგნის ვიზუალური იმიჯი, ამიტომ პატარა ფორმატის წიგნებს ნუ აჩუქებთ. მას თვალს სჭრის პომპეზურობა, შინაარსს რაც შეეხება, იგი აღტაცებაში მოვა ცნობილი მხედართმთავრების ან დედოფლების შესახებ დაწერილი წიგნებით.

ქალწული - დაკვირვებული და ინტერესიანი ბავშვია, კითხვა შესაძლოა მისთვის ყველაზე საყვარელ გასართობად იქცეს იმიტომ რომ ბუნებით არცთუ მაინცდამაინც კომუნიკაბელურთა რიცხვს განეკუთვნება. აჩუქეთ წიგნები ფლორისა და ფაუნის იშვიათი ბინადრების შესახებ, საბავშვო ენციკლოპედია ან წიგნები, რომელსაც თან მოჰყვება რაიმე სახის სახალისო ფაზლი - თავსატეხი.

სასწორი - ბუნებით ესთეტი და სილამაზის მოყვარული ბავშვია. მისთვის განკუთვნილი წიგნი აუცილებლად უნდა იყოს ვიზუალურად კარგად გაფორმებული, ბევრი ნახატით პასტელის ტონალობაში. იგი აღფრთოვანდება წიგნებით მოდაზე (თუ გოგონაა) ხოლო ბიჭს შეგიძლიათ აჩუქოთ ხატვის თვითმასწავლებელი.

მორიელი - რთული, ჯიუტი და თავისნათქვამა ბავშვია. იტაცებს ყველაფერი იდუმალი. მისთვის საუკეთესო საჩუქარია, წიგნები მისტიკურ-ფანტასტიკური ჟანრით - მაგალითად "ჰარი პოტერი".

მშვილდოსანი - კითხვაზე მეტად წანწალი ეყვარება, თუმცა შინგანად მოთხოვნილება გააჩნია შემეცნებისკენ. კითხვის სიყვარულს თქვენგან მობაძვით ისწავლის. ხშირად წაუკითხეთ ხოლმე წიგნები სათავგადასავლო შინაარსით. ასე მას საშუალება ექნება თანდაყოლილი ხეტიალის სიყვარული წიგნებით დაიკმაყოფილოს და წარმოსახვით იმოგზაუროს.

თხის რქა - სერიოზული და საოცრად გონიერი პატარაა. წიგნის სიყვარულს მარტივად მიაჩვევთ, თუკი ეტყვით, რომ ასე იგი უფრო მალე გაიზრდება. თხის რქებს ხომ ეჩქარებათ გაზრდა. სასურველია, მოუმარაგოთ ისტორიული ლიტერატურა ან სხვადასხვა სახის ენციკლოპედიები.

მერწყული - ორიგინალური და ინტერესიანი პატარაა. თუმცა წიგნის კითხვას შეიძლება ძნელად მიაჩვიოთ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გარშემო ათასი რამ აინტერესებს. შესაბამისად, უჭირს კითხვაზე ყურადღების კონცენტრაცია. ძალიან მოეწონება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა და წიგნები, სადაც დროში მოგზაურობაა აღწერილი.

თევზები - ემოციური, პოეტური და მეოცნებე ნიშანია. კითხვა შესაძლოა მისთვის საუკეთესო გასართობად და ხშირ შემთხვევაში, ემოციურ თავშესაფრადაც იქცეს. ძალიან მოეწონება წიგნები ცხოველებზე, მოგზაურობაზე, ადამიანურ მეგობრობასა და სიკეთეზე.





 ახალი ამბები
  • „ხელფასების მომატებაზე უარს ამბობენ“ - „გულისტანის“ მუშები მორიგი აქციისთვის ემზადებიანოზურგეთში მდებარე წისქვილკომბინატ „გულისტანის“ მუშების პროტესტი ისევ გრძელდება. ისინი უკვე მერვეა დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა  ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს,  ერთ-ერთი მუშა,  გელა ქადეიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი შეხვედრისა, „გულისტანის“ დირექცია ხელფასების მომატებას არ გეგმავს. „რადგან ხელფასებს არ გვიმატებენ, ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. ხვალ, დღის 2 საათზე დავგეგმეთ აქცია“, - გვითხრა გელა ქადეიშვილმა. აქციის განმავლობაში სოციალურმა მოძრაობამ „ხმა“ ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმუშევრად დარჩენილი მუშებისთვის დახმარებოდა. ამ დროისთვის, მუშების დასახმარებლად 1700 ლარზე მეტია ... ...
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...
  • სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარიასამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...