როგორ უნდა შემოირიგოთ განაწყენებული ცოლი

ზაფრანი

როგორ უნდა შემოირიგოთ განაწყენებული ცოლი

22 აპრ. 2021, 17:23:11

ვერძი

ქალი ვერძი ფეთქებადი, ემოციური და ფიცხია. ამიტომ მისი რისხვა მამაკაცს როგორც წესი ატომური ბომბის აფეთქებასავით ატყდება თავს. მაგრამ ასე  მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა, როცა ნამდვილად უყვარს ვინმე. აქედან გამომდინარე, ვერძი ქალის შემთხვევაში გაბრაზების კი არა სიჩუმის უნდა გეშინოდეთ ძვირფასო მამრებო. საიმისოდ რომ ქალი ვერძი შემოირიგოთ, საშუალება მიეცით ბოლომდე ამოთქვას თქვენ მიმართ გულში დაგროვილი წყენა და პრეტენზიები. გარდა ამისა, მასთან დიალოგში მაქსიმალური დოზით გამოიყენეთ იუმორი; მერწმუნეთ, ასე ნებისმიერ ყინულს გაადნობთ ვერძის გულში.

კურო

ქალი კურო საოცრად მომთმენი, თავშეკავებული და დინჯი ინდივიდია. ამიტომ მარტივი ქალური ხუშტურები და ჭირვეულობები როგორც წესი მას იშვიათად ახასიათებს, შესაბამისად, ასეთი ქალის განაწყენება თუ შეძელით ე.ი. რაღაც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი "მიგიქარავთ". კურო ვერძი არ არის რომ წყენამ ორ საათში გაუაროს, ამიტომ მისი გულის ხელმეორედ მოსაგებად და ძველებური ნდობის აღსადგენად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოგიხდებათ ლოდინი, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და ჩადენილი საქციელის გამო, გულწრფელი სინანულის დანახვება მისთვის.

ტყუპი

ქალი ტყუპი ცვალებადი, ემოციური და ხმაურიანი ქმნილებაა. მისი გაბრაზება ისევე როგორც გახარება, მარტივი და აბსოლუტურად იოლი რამაა. ტყუპს შეუძლია წამის მეასედში უკიდურესი ისტერიკის შემოტევა გაითამაშოს საყვარელი მამაკაცის მისამართით, თანაც ისე, რომ ამ უკანასკნელს თმა ყალყზე დაუდგეს აღშფოთებისგან. თუმცა, ასეთი ქალის გაბრაზების ნუ შეგეშინდებათ, წყენა როგორც წესი მას მოკლე ხანში ავიწყდება. მთავარია, როცა ბრაზობს საუბრის და "ქაქანის" საშუალება მისცეთ. ერთიორჯერ ქოქოლას მოგაყრით და მალევე შეგირიგდებათ, მორიგ კონფლიქტამდე.

კირჩხიბი

ქალი კირჩხიბის განაწყენებაზე ადვილი ალბათ არაფერია ბუნებაში. ამასთან ერთად, კირჩხიბის გაბუტვის მიზეზს ხშირად არათუ მამაკაცი, ახლო მეგობარი ქალებიც კი ვერ ხვდებიან ბოლომდე და პრინციპში თავად კირჩხიბსაც ვერ გაუგია ხშირად რატომ ეცვლება განწყობა პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ, სრულიად აუხსნელად. კირჩხიბი ბუნებით სენსიტიური, სითბოსა და ზრუნვის მოყვარული ინდივიდია. ამიტომ "განაწყენებულის ნიღაბს" ხშირად სპეციალურად, ყოველგვარი არსებითი მიზეზის გარეშეც მარტივად ირგებს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საყვარელმა მამაკაცმა, ყველანაირი საქმე მიატოვოს და მისკენ გაეშუროს სიყვარულის კიდევ ერთხელ და მეათიათასეჯერ დასამტკიცებლად.

ლომი

ლომი ქალი უზომოდ ამაყი, საკუთარი ღირების შეგრძნებით აღსავსე და თავმომწონე ინდივიდია. ამიტომ ქალი ლომის თაყვანისმცემლობა სულაც არ გახლავთ იოლი საქმე. ფაქტობრივად მამაკაცს "თითის წვერებზე" სიარული მოეთხოვება, საიმისოდ რომ მისი კეთილგანწყობა ხანგრძლივი დროით შეინარჩუნოს. ქალი ლომი ყველაზე მეტად სიძუნწის, უყურადღებობისა და უპატივცემულო დამოკიდებულების გამო ნაწყენდება კაცზე. შესაბამისად, თუ თქვენ ზემოთ ხსენებული რომელიღაც ცოდვათაგანი ჩაიდინეთ, თქვენი სახელფასო ბიუჯეტის 98% გაღება მოგიწევთ მისი გულის ხელახლა მოსაგებად. ამასთან ერთად, სითბოს, ყურადღებისა და გულისხმიერების განსახიერებადაც უნდა იქცეთ საჩუქრებისა და სიურპრიზების პარალელურად.

ქალწული

შეგნებული, გაწონასწორებული და სტაბილური ფსიქიკის მქონე ქალების კატეგორიას განეკუთვნება. მას იშვიათად ახასიათებს ტიპური, ქალური ჭირვეულობები და დრამატიზმისკენ მიდრეკილება. თუმცა, არსებობს მიზეზები, რის გამოც ქალწული ქალი შეიძლება წყობიდან გამოვიდეს და მამაკაცზე გული აიცრუოს. მათ შორისაა ამ უკანასკნელის მხრიდან უპასუხისმგებლობა, მოუწესრიგებლობა და არაპროგნოზირებადი საქციელი. ქალწულს არ უყვარს სიურპრიზები. შესაბამისად, მასთან ურთიერთობის გაგრძელებას თუ გეგმავთ, თქვენს ურთიერთობაში ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვათ და ნებისმიერი დანაპირები ყოველთვის დროულად შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვეჭვობ ერთად დიდხანს გაძლოთ.

სასწორი

მისი სავიზიტო ბარათი მომხიბვლელი ღიმილია, რომელიც გაბრაზების მომენტშიც არ ქრება სასწორის სახიდან. თუმცა, მიუხედავად ასეთი ჰაეროვანი და ფუმფულა იმიჯისა, ქალ სასწორს საოცარი პრინციპულობისა და სიჯიუტის გამოვლენა შეუძლია პერიოდულად. შესაბამისად, მამაკაცს, რომელიც მის ამ სირბილეს არ დააფასებს, სამომავლოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მოუწევს ამ ქალის ღიმილიანი უარის და მისი ემოციური სიცივის ატანა. საიმისოდ რომ სასწორთან ურთიერთობა ისევ აღადგინოთ, მოუწყვეთ მას რომანტიკული სიურპრიზები, გაანებივრეთ ყვავილებითა და ტკბილეულით; და რაც მთავარია, სითბო აშკარად გამოხატეთ. ეს ყველაზე ნაცადი და აპრობირებული მეთოდია სასწორის გულის მოსაგებად.

მორიელი

მორიელი ქალის განაწყენება არათუ არასასურველი, სახიფათო საქმეც კია ნებისმიერი მამაკაცისთვის. იმიტომ რომ ამ შურისმაძიებელი და უზომოდ თავმოყვარე ქალის გონებაში არავინ იცის რა სახის მზაკვრული გეგმა შეიძლება გაჩნდეს დამნაშავე მამრის დასასჯელად. ყველაზე მეტად მორიელ ქალს ორპირობა, ღალატის მცდელობა (თავად ღალატის ფაქტი არც კი განიხილება!!!) და არასტაბილურობა აღიზიანებს. საიმისოდ რომ მისი გული ისევ მოიგოთ, დაშვებული შეცდომების შემდეგ, ყველანაირად უნდა დაანახვოთ მას რომ მის გარეშე ცხოვრებამ თქვენთვის ყოველგვარი აზრი დაკარგა. დროს ნუ გაფლანგავთ მრავალსაათიან ახსნა-განმარტებებში. უბრალოდ და გულწრფელად აღიარეთ თქვენი დანაშაული. ვერ ვიტყვი რომ მალე, თუმცა შესაძლოა, რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ მორიელს შესაძლოა გული მაინც მოუბრუნდეს თქვენკენ.

მშვილდოსანი

ქალი მშვილდოსანი საოცრად ინფანტილური, გულმართალი და ბავშვური ინდივიდია. არ აქვს მნიშვნელობა თვრამეტი წლისაა იგი, თუ ოცდათვრამეტის, მისი წყენინება საკმაოდ მარტივი საქმეა პირველ რიგში უხეშობით, უყურადღებობით და ცინიზმით. მშვილდოსანი ქალი ვერ იტანს მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას თუნდაც იგი სავსებით სამართლიანი იყოს. შესაბამისად, მამაკაცი, რომელიც მას ამგვარი "საჩუქრით" ხშირად ანებივრებს, ამ ქალის სამუდამოდ დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება. თუ გსურთ მისი გული ჩხუბის შემდეგ ისევ მოიგოთ, შესთავაზეთ სადმე ერთად მოგზაურობა. ამგვარ სიტუაციაში იგი მარტივად დაივიწყებს წყენას და სამომავლოდ ისევ მხურვალე რომანს გააჩაღებს თქვენთან.

თხის რქა

ქალი თხის რქა თავშეკავებული, წინდახედული და გრძნობების გამოხატვის საკითხში უზომოდ წინდახედული ინდივიდია. მას არ ახასიათებს მარტივად და სპონტანურად გადაწყვეტილების მიღება და ეს მის სასიყვარულო რომანებსაც ეხება. ამიტომ ასეთ შემთხვევაში თუ მამაკაცმა, რომელსაც იგი გულდასმით არჩევდა ხანგრძლივი დროის მანძილზე მას გული მაინც ატკინა, თხის რქა მყისვე დისტანციის დაკავებას შეეცდება და დამნაშავეს, ხანგრძლივი დროის მანძილზე არ მისცემს ურთიერთობის გაგრძელების საშუალებას. სამისოდ რომ მისი ნდობა ისევ მოიპოვის კაცმა, აუცილებალია რაიმე ღირსეული საქციელით დაარწმუნოს იგი საკუთარ სინანულში. საამისოდ მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოხატული პატივისცემა და ყურადღებაც გამოდგება. არანაკლებ ეფექტს მოგცემთ ის ფაქტი, თუ სამსახურეობრივ ასპარეზზე დაუჭერთ მის წინსვლას მხარს.

მერწყული

მერწყული ქალი ბუნებით უკონფლიქტო, საოცრად ჰუმანური და დიპლომატიური არსებაა. იგი როგორც წესი არასოდეს გამოდის წყობიდან და ნაკლებად ახასიათებს მამაკაცისთვის დრამატული სცენების გამართვისკენ მიდრეკილება. ქალი მერწყული ყველაზე მეტად თავისუფლების შეზღუდვით და მისი ინტერესების უპატივცემულობის გამოვლენით ღიზიანდება საყვარელი მამაკაცის მხრიდან. თუმცა, ამ უკანასკნელთან ურთიერთობის გაწყვეტას ტირილითა და ჩხუბით არასოდეს გამოხატავს, უბრალოდ სექსი აღარ ექნება მასთან და შესთავაზებს სამომავლოდ მეგობრებად დარჩნენ. ასეთი განაჩენი შესაძლოა ვინმეს მარტივად მოეჩვენოს, თუმცა დასკვნის გამოტანას ნუ იჩქარებთ. საქმე იმაშია, რომ მერწყული ყოველთვის პასუხს აგებს საკუთარ გადაწყვეტილებებზე, შესაბამისად, თუ მან თქვენზე გული აიცრუა, ამ ფაქტს ძნელად თუ რამე შეცვლის. ამიტომ შესაძლოა სამომავლოდ მის "ექსს" მარტოოდენ მეგობრის სტატუსით მოუხდეს დაკმაყოფილება.

თევზები

ქალი თევზი ემოციური, სენტიმენტალური და რომანტიკოსი არსებაა. მისი გულის ტკენა საკმაოდ მარტივი საქმეა. თუმცა, წყენას იგი ხშირად არ ამჟღავნებს რეალურად და ხანგრძლივი დროის მანძილზე ცდილობს საყვარელ მამაკაცს მაქსიმალურად ბევრი აპატიოს. ჰოდა, აი, სწორედ აქ ცდება იგი! იმიტომ რომ, როგორც წესი მისი მიმტევებლობით გათამამებული მამაკაცები ხშირად თავს ზედმეტის უფლებასაც აძლევენ ისევ და ისევ თევზი ქალის ლოიალურობის იმედით. თუმცა, ისეთი სიტუაციაც დგება, როცა თევზი "პირში წყალს ჩაიგუბებს" და საკმაოდ დიდი ხნითაც. ასეთ დროს მამაკაცს საკუთარ საქციელზე დაფიქრება და საყვარელ ქალთან გულწრფელი მობოდიშებით მისვლა მოეთხოვება. მიეცით მას დრო ემოციების გადასახარშავად, ნუ შეუღონებთ გულს ხვეწნა-მუდარითა და გოდებით. რაღაც პერიოდის შემდეგ ქალი თევზი თავად გაპატიებთ, ოღონდ რამდენად ხანგრძლივი ვადით, ეს უკვე თქვენს დელიკატურობაზე იქნება დამოკიდებული.





 ახალი ამბები
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...
  • სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარიასამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვასალომე სამადაშვილმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო, პარტიას პოლიტიკური გუნდის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა, _ ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით,  პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის მისი არგუმენტები გასაგებია და ისინი მეგობრებად რჩებიან. „როგორც იცით, ვთქვი, რომ საპატიმროდან ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდებოდი. მე და ნიკას საუბარი გვქონდა, ჩვენ გვქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი. ნიკა მელიასთვის გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, თანამოაზრეებად დიდ მიზნებში, მაგრამ რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ოფიციალურად დატოვების შესახებ განცხადება პარტიას დღეს უკვე მივაწოდე. თუმცა, იცით, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მანამდე მქონდა მიღებული.  ნიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატებას ვუსურვებ“, _ განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, სამადაშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, რამდენიმე კვირის წინ მიიღო, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...