აშშ-ში ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც სარისკო ჯგუფად ჩაითვლებიან, ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებენ, ხოლო პოტენციური რისკის მატარებლები კარანტინში მოთავსდებიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის მანძილზე ჩინეთში იმყოფებოდნენ, ქვეყანაში აღარ შეუშვებენ.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე აშშ-ში კორონავირუსი 5 პირს უფიქსირდება, ხოლო კარანტინის პირობებში დაკვირვება 195 ამერიკელზე მიმდინარეობს.
წყარო: ინტერპრესნიუსი