კურო
კუროებს სიმსუქნისკენ აქვთ მიდრეკილება, ამიტომ მუდმივად უნდა აკონტროლონ წონა. მთავარი საკვები საქონლის ხორცია, თუმცა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ხილი და კენკროვნები. კურო პატივისცემით ეპყრობა წითელ ღვინოებს, განსაკუთრებით ნახევრად მშრალსა და ნახევრად ტკბილს.
თხის რქა
მათთვის დამახასიათებელია კალციუმის ნაკლებობა. მათ უმრავლესობას სახსრების, ძვლების, კანისა და კბილის ტკივილი აწუხებს. ამიტომ მათ ყოველდღიურად უნდა მიირთვან ხაჭო, მაგარი ყველი, კედრის თხილი, წიწიბურა. უარი არ უნდა თქვან ცხვრის ხორცზე.
სასარგებლოა – კომში და ნესვი. ბოსტნეულიდან – ჭარხალი, ბადრიჯანი, ნიორი, ოხრახუში. თხის რქამ ბევრი ადუღებული და მინერალური წყალი უნდა დალიოს. სხვათა შორის, ისინი იშვიათად ხდებიან ქრონიკული ალკოჰოლიკები. მათ შეუძლიათ დალიონ ერთი სირჩა არაყი ჭამის წინ ან ერთი ჭიქა ღვინო სადილობისას.
ქალწული
ქალწულებს კუჭ-ნაწლავის დაავადებებისკენ აქვთ მიდრეკილება, ამიტომ მათ ბოჭკოვანი ნივთიერებებით მდიდარი საკვები უნდა მიიღონ. განსაკუთრებით სასარგებლოა კარტოფილი და სტაფილო. თუ მისთვის ვეგეტარიანული საკვები მიუღებელია, უპირატესობა ხბოს ხორცს უნდა მიანიჭოს. სასარგებლო ხილი – გარგარი და ბროწეული, ბოსტნეული – ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ბარდა და სხვა პარკოსნები, ნიახური.
ნებისმიერი თხილეული. რეკომენდებულია მშრალი ღვინოები ან მუქი ლუდი. უარი უნდა თქვან კონიაკზე, ვისკისა და რომზე.
ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენლებმა მსუბუქი საკვები უნდა მიიღონ. უარი არ უნდა თქვან ხახვსა და ნიორზე, სანელებლების რაოდენობა კი უნდა შეზღუდონ. მათთვის განსაკუთრებით სასარგებლოა გრეიფრუტი და საზამთრო. ბოსტნეულიდან – სტაფილო, ბოლოკი, ნებისმიერი წიწაკა, ყურადღება მიაქციეთ ცხვრისა და თხის ხორცსაც.
სასმელებიდან მისაღებია შამპანური, ოღონდ მხოლოდ ორი-სამი ბოკალი. თუ არ გინდათ, თავის ტკივილებმა შეგაწუხოთ, უარი თქვით წითელ ღვინოზე. ვერძებმა ალკოჰოლი ბოროტად არ გამოიყენოთ და სასმელები ერთმანეთში არ აურიოთ.
ლომი
ლომებმა, რომლებსაც ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, წონა მუდმივად უნდა აკონტროლონ. ლომების რაციონში ძირითადი ადგილი უნდა ეჭიროს ნანადირევსა და შინაური წყლის ფრინველების – ბატის და იხვის – ხორცს.
ხილიდან განსაკუთრებით სასარგებლოა ციტრუსები და ანანასი. ბოსტნეულიდან – ყაბაყი, ნიორი, პომიდორი, ბადრიჯანი, ტკბილი და მწარე წიწაკა. მარცვლეულიდან – ბრინჯი. ქალი ლომებისთვის რეკომენდებულია ნიგოზი, მზესუმზირა და ზეთისხილი. ყველაზე სასარგებლო სასმელი კი მწვანე ჩაია. თუ საქმე ალკოჰოლამდე მივიდა, უმჯობესია, წითელი ან თეთრი კარგი სამარკო ღვინო შეარჩიოთ, ურიგო არ იქნება მუსკატის ღვინო ან პორტვეინი.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებმა ზამთარის რაციონში უნდა ჩართონ დარიჩინი. ის სტრესის მოსახსნელი საუკეთესო საშუალებაა. ძირითადი პროდუქტებია – ღორის ხორცი, ლორი, სოსისებისა და ძეხვების სხვადასხვა სახეობა. ხილიდან მათთვის სასარგებლოა ფინიკი, ლეღვი, მანგო. რაციონში მუდმივად უნდა ფიგურირებდეს სხვადასხვა სახის კომბოსტო, ნიორი, კამა, ოხრახუში. სასარგებლოა წაბლი, გარგარის ჩირი.
ეგზოტიკური კერძები და დესერტები კი მკაცრადაა აკრძალული. მშვილდოსნებს ძალიან იტაცებს 400-იანი სასმელები, მაგრამ მათ უპირატესობა ყურძნის მშრალ ღვინოებს უნდა მიანიჭონ, ისინი ხელს უწყობენ სილიციუმის ათვისებას, რომელიც ასე აკლიათ.
კიბო
ყველაზე სასარგებლო პროდუქტი კიბოებისთვის სხვადასხვა სახეობის კიბორჩხალაა, ასე რომ, მხოლოდ კიბორჩხალის ჩხირებზე ნუ შეჩერდებით. ხილისა და კენკროვანებიდან რეკომენდებულია ლიმონი, ყურძენი, ქოქოსი, პაპაია.
რაციონი აუცილებლად მდიდარი უნდა იყოს კარტოფილით, კომბოსტოთი, კიტრით, თალგამით, გოგრით, ნივრით, კამითა და ოხრახუშით.
კიბოებმა უმჯობესია, ერთი კათხა ლუდის ნაცვლად, ერთი სირჩა არაყი დალიონ. თუმცა ყველაზე სასარგებლოა ფტორის შემცველი ღვინოების დალევა – რისლინი, ტოკაი, მუსკატის ღვინო.
მორიელი
სასარგებლოა ნებისმიერი ზღვის პროდუქტი. განსაკუთრებით წითელი თევზი. რეკომენდებულია გრეიფრუტი, საზამთრო, გოგრა. ბოსტნეულიდან სასარგებლოა სტაფილო, ხახვი, პარკოსნები, ტკბილი წიწაკა, ბოლოკი, ნიორი. სასმელებიდან – შამპანური და ნებისმიერი ღვინო. უმჯობესია, თუ ნაბახუსევს აუზით “იმკურნალებს”. საერთოდ, მორიელებისთვის სასარგებლოა დიდი ფიზიკური დატვირთვის მქონე სპორტის სახეობები.
თევზები
თევზების ძირითად საკვებს ზღვის ნობათი, ლიმონითა და პიტნით შეზავებული სალათები უნდა წარმოადგენდეს. იდეალური გარნირია ბრინჯი და წიწიბურა. ხილიდან უპირატესობა უნდა მიანიჭონ ლეღვს, ფინიკს, მანგოს, ბოსტნეულიდან – კომბოსტოს სხვადასხვა სახეობას, ნიორს. შეუძლიათ მიირთვან წიწაკა ჩილი, პირშუშხა, მდოგვი.
სასარგებლოა ნებისმიერი ჩაი ან ყავა, ალკოჰოლთან კი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ცოტაოდენი კონიაკი ან ვისკი არ აწყენთ, მაგრამ ზედმეტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ტყუპი
ტყუპის ძირითადი საკვები მსუბუქი უნდა იყოს. მათთვის უპირველესია ფრინველის ხორცი – წიწილა, ქათამი, იხვი, მწყერი, გნოლი. ხილიდან რეკომენდებულია გარგარი და ბროწეული. ბოსტნეულიდან – ყვავილოვანი კომბოსტო, პარკოსნები, ნიახური.
საჭმლის მონელებისთვის აუცილებელია თხილი, ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია სპორტის გუნდური სახეობები, აგრეთვე ჩოგბურთი და სირბილი. ტყუპისთვის სასარგებლოა გაუფილტრავი ლუდი, ასევე ხერესი, მუსკატის ღვინო.
სასწორი
სასწორებისთვის სასარგებლოა ვეგეტარიანული საკვები. რა თქმა უნდა, მათ ხორცისა და თევზის ჭამაც შეუძლიათ, მაგრამ, ასტროლოგთა აზრით, ეს საკვები სასწორებისთვის მაინცდამაინც არსებითი არ არის. უარი უნდა თქვან ტკბილეულზე.
სასურველია, ყოველდღიურ რაციონში ჭარბობდეს ვაშლი და ყურძენი, ასევე ფაფეული. მათთვის სამკურნალო მნიშვნელობა აქვს სიდრსა და ახალდაწურულ ყურძნის ღვინოს, – ორგანიზმს იოდს, სპილენძსა და მარგანეცს აწვდიან, რომელთა ნაკლებობას სასწორები მუდმივად განიცდიან.
მერწყული
მერწყულების რაციონში რაც შეიძლება მეტი ციტრუსი უნდა იყოს. უპირველესი საკვები წყალთანაა დაკავშირებული – ყველაფერი, რაც ზღვებში, მდინარეებსა და ტბებში მოიპოვება. რაც შეიძლება მეტი თევზი, კიბორჩხალა და მოლუსკები უნდა მიირთვან. ხილიდან რეკომენდებულია კომში და ნესვი.
სასურველია, რაციონში მუდმივად ფიგურირებდეს ბადრიჯანი, ჭარხალი, კამა, ოხრახუში. მერწყულმა მცირე დოზით უნდა მიირთვას მაღალი ხარისხის ვისკი, კონიაკი და პორტვეინი.
სასარგებლოა, ყოველდღიურად ცივი შხაპი ან ტანის ცივი პირსახოცით დაზელვა.
ავტორი