ბათუმის აეროპორტში დღეს, 20 აპრილს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა.
თვითმფრინავი ამ წუთებში [11:40 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს.
ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავიც [ 11:49 სთ].
ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, მიზეზი ცუდი ხილვადობაა [ნისლია], რის გამოც თელევივი-ბათუმის თვითმფრინავი ალტერნატიურ აეროპორტში გაფრინდა, მოსკოვი-ბათუმის რეისზე მოძრავ თვითმფრინავს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
წყარო: ბათუმელები