“ჩემი ოცნების ბიჭს ფრთები გამოესხა, უზარმაზარი დიდი თეთრი ფრთები და გაფრინდა”, _ ამის შესახებ 6 წლის სანდრო ალაშვილის ოჯახის ახლობელმა მარიამ ჭოხონელიძემ ფეისბუქჯგუფში _ “სანდროსთვის” დაწერა.
“ჩვენ ბევრი ვიარეთ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გაჭიმულ ბეწვის ხიდზე და ჩაგვიწყდა…. ჩემი ოცნების ბიჭს ფრთები გამოესხა , უზარმაზარი დიდი თეთრი ფრთები და გა ფრი ნდააა…
მე დღეს ყველაზე უბედური ვარ…. ვალდებული ვარ დავწერო, არადა, მძულს ყველა სიტყვა, რაც ეხლა უნდა დავწერო…
მაპატიეთ, მე დღეს სიტყვები არ მაქვს, _ წერს მარიამ ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში.
პატარა სანდროს დიფუზური მსხვილი უჯრედული ლიმფომა ჰქონდა.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს პატარა სანდროს გარდაცვალების გამო. მშობლებს და ახლობლებს მხნეობას და გამძლეობას უსურვებს.