ჩოხატაურში პსრ ტესტირების შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა დადასტურდა.
სამივე ინფიცირებული ბუკისციხის მცხოვრებია და ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე 58 სწრაფი ტესტი ჩატარდა და ყველას პასუხი უარყოფითი იყო.