როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, ჩოხატაურში, შპს “ჯანმრთელობის სახლი გურიაშის” წინ დადგმული თიბისი pey აპარატი გატეხეს.
როგორც გვეუბნებიან, ძარცვის მცდელობა კომენდანტის საათის დროს, გამთენიისას, დაახლოებით, 4 საათზე მოხდა.
“17-ში მოხდა, გამთენიისას, დაახლოებით, 4 საათზე. მხოლოდ გატეხვა მოასწრეს. თანხა წაღებული არ იყო. როგორც ჩანს, ხელი პოლიციის ეკიპაჟმა შეუშალათ. მაგ დროს გამოუვლიათ.რომ შენიშნეს, გაიქცნენ და მიიმალნენ”, _ უთხრეს “გურია ნიუსს”.
აღნიშნულთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისგან ელოდება, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.