დღეს, ჩოხატაურში, “ქართული ოცნების” ოფისის წინ, ქვეყანაში მიმდინარე აქციების პარალელურად, მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებმაც ძალადობა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
აქცია ადგილობრივმა ახალგაზრდამ, ანა კალანდაძემ დააანონსა. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ექიმები, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და უბრალოდ, ჩოხატაურელები.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს აქციიდან.
გასადიდებლად დააჭირეთ ქვევით განთავსებულ ამ სიმბოლოს