პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) და მედიის უფლებადამცველი 22 საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში მედიის მდგომარეობას აფასებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ეფექტური ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, რათა დასრულდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობა და დაცული იქნას დემოკრატიული პრინციპები და მედიის თავისუფლება.
ორგანიზაციების განცხადებით, როდესაც „ქართული ოცნება“ ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციისთვის ძალისხმევას აძლიერებს, დამოუკიდებელი მედია უპრეცენდენტო ზეწოლის ქვეშ ექცევა და გადარჩენის ზღვარზეა.
„ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმა, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი“, – აღნიშნულია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: მედიაჩეკერი