საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს – „ნინოობას“ აღნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველად უფლის მოციქულებმა იქადაგეს, ქართველთა გაქრისტიანება IV საუკუნის დასაწყისში სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლს უკავშირდება.
ლოცვა წმინდა ნინოსადმი
ოი! სულიერო, მრავალ საგალობელო საღმრთოო ქალწულო, დედაო ნინო! ყოველთა მტვირთველისა სიტყვისა ღვთისა დედისა ყოვლად უბიწოსა ქალწულისა მიმართ ჩვენთვის მეოხებად მითვალულო ძღვენო! მიიღე ჩვენ მიერ კნინი და უნდო ესე საგალობელი სავედრებელი მწვლილი და მარადის გვიხსნენ ჩვენ სულისა და ხორცთა განსაცდელთაგან და ზედა აღდგომილთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და საუკუნოსა სასჯელისაგან გამოგვიტაცენ მეოხებითა შენითა მხმობელნი ესრეთ ალლილუია.