თბილისის სახაზინო თეატრში მიმდინარეობდა ოპერა „ბალმასკარადი“.
ერთ მომენტში სცენაზე უცბად გამოვარდა ბალერინა, რომელიც ძალზე გამხდარი იყო და ცარიელ ძვლებადღა მოჩანდა.
იმავე დროს მას აქეთ-იქიდან ეცა ორი მოცეკვავე ვაჟი და მათ ერთად განაგრძეს გაცხარებული ცეკვა-თამაში.
თეატრში მყოფ აკაკი წერეთელს ჰკითხეს: „რა აზრის ბრძანდებით არტისტების თამაშობაზეო?“
– ორ ძაღლს ერთ ძვალზე აქვთ ჩხუბიო! – სხარტად მიუგო აკაკიმ.