გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა _წყალდიდობას ამ დრომდე ებრძვიან (უცხოეთი)

    ვინ აიღო საპრიზო ადგილები _ 26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტული აქტივობები ჩოხატაურში

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება”- ლონდა თოლორაია

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

    რას წერს გიორგი მამარდაშვილი გიორგი ლორიას შესახებ

  • 21-ს ქვევით

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

  • მსოფლიო

    პუტინი: მზად ვარ ყველასთან შესახვედრად, მათ შორის ზელენსკისთან

    G7-ის მწარე შეხვედრა: ტრამპი ზელენსკის არ შეხვდა

    თეირანში ცენტრიფუგების ქარხანა დაბომბეს

    ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად შეკრებილ ხალხს ტანკებიდან ცეცხლი გაუხსნეს

    ირანში სკოლები დახურეს და გამოცდები გადაიდო, ისრაელში ყველა სასწავლო დაწესებულება ისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

    ირანმა ისრაელზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა _წყალდიდობას ამ დრომდე ებრძვიან (უცხოეთი)

    ვინ აიღო საპრიზო ადგილები _ 26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტული აქტივობები ჩოხატაურში

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება”- ლონდა თოლორაია

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

    რას წერს გიორგი მამარდაშვილი გიორგი ლორიას შესახებ

  • 21-ს ქვევით

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

  • მსოფლიო

    პუტინი: მზად ვარ ყველასთან შესახვედრად, მათ შორის ზელენსკისთან

    G7-ის მწარე შეხვედრა: ტრამპი ზელენსკის არ შეხვდა

    თეირანში ცენტრიფუგების ქარხანა დაბომბეს

    ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად შეკრებილ ხალხს ტანკებიდან ცეცხლი გაუხსნეს

    ირანში სკოლები დახურეს და გამოცდები გადაიდო, ისრაელში ყველა სასწავლო დაწესებულება ისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

    ირანმა ისრაელზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ძალადობის მასშტაბი, წამების მსხვერპლთა ჩვენებები მიუთითებს ამ დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე” – ანგარიში

11:43; 15.05.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს – „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“.

ანგარიში შეეხება 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევებს, რაც მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით ხდებოდა. დოკუმენტირების ფარგლებში ინტერვიუ ჩატარდა 117 პირთან, რომელთა 77.7% (91) მიუთითებს, რომ ისინი დაექვემდებარნენ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან.

ანგარიშში აღწერილი საპოლიციო ძალადობის ფორმები, მათი ინტენსივობა, თანმიმდევრულობა და მასშტაბი მიუთითებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებასა და სისტემურობაზე. ანგარიშში საუბარია სპეციალური საშუალებების გამოყენების გრძელვადიან შედეგებზეც და მითითებულია, რომ დაზარალებულები უჩიოდნენ სხვადასხვა სიმპტომს, მათ შორის სუნთქვის უკმარისობას, ფილტვების ანთებას და სხვა.

„პროტესტის მონაწილეებს სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდეგ გამოუვლინდათ ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები. დაზარალებულები უჩიოდნენ სუნთქვის მწვავე უკმარისობას, ფილტვების ანთებას, ძლიერ ხველას და ხახის გაღიზიანებას. ზოგიერთ მათგანს ჰქონდა ძლიერი თავბრუსხვევა და კოორდინაციის დარღვევები”.

ინტერვიუების პარალელურად, ანგარიშშია მოყვანილია მედიისთვის მიცემული ინტერვიუები, სადაც დემონსტრანტები მიუთითებდნენ, რომ როგორც უშუალოდ ესკალაციის პროცესში, ასევე მომდევნო დღეებში, აქციაზე მყოფ დემონსტრანტებს განუვითარდათ მწვავე და ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის მხედველობის დაქვეითება და დროებით დაკარგვა, ჰემორაგია, ნერვული სისტემის დაზიანებები, კატარაქტა, სასუნთქი და კუჭ ნაწლავის სისტემის დისფუნქცია – მრავალი დაზარალებული უჩიოდა ქრონიკულ ხველას, სუნთქვის გაძნელებას, თავბრუსხვევას, კანის დამწვრობებსა და დერმატიტს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაახლოებით 307-მა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო კვლევაში, რომელიც ექიმთა 8-წევრიანმა ჯგუფმა ჩაატარა ქიმიური აგენტების გრძელვადიანი ზემოქმედების დოკუმენტირების მიზნით – კვლევა ფოკუსირებული იყო იმ პაციენტებზე, რომლებიც საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დარბევის ერთ ან რამდენიმე ეპიზოდში მონაწილეობდნენ.

მიღებული მონაცემები ასევე მოიცავდა ისეთი დემონსტრანტების საქმეებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ, არ ჰქონიათ პირდაპირი კონტაქტი ქიმიურ აგენტებთან მათი აქტიური გამოყენების დროს, თუმცა, მოგვიანებით, განუვითარდათ გარემოში დარჩენილ ტოქსიკურ ნარჩენებთან და მეორადი ექსპოზიციით გამოწვეულ ზემოქმედებასთან ასოცირებული სიმპტომები.

„კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი ყურადღებას ამახვილებს სამართალდამცავების მიერ წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის ერთდროულ გამოყენებაზე. მისი განმარტებით, წიწაკის სპრეის წყალთან კომბინირებულად გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან წყალი დაახლოებით 30-ჯერ ზრდის ქიმიური აგენტის შეღწევადობას. შედეგად, ტოქსიკური ნივთიერებები უფრო ღრმად აღწევს კანსა და ლორწოვან გარსებში, რაც, შესაძლოა, მძიმე დამწვრობისა და ლორწოვანის დაზიანების მიზეზი გახდეს.

ავტორის თქმით, ამ სიმპტომებზე, დაახლოებით, 112-მა მონაწილემ შეავსო დოკუმენტირების ფორმა. მათ შორის, ყველაზე გავრცელებული იყო თვალების მწვავე გაღიზიანება, სუნთქვის პრობლემები და კანის ქიმიური დამწვრობა. კვლევის ავტორის განმარტებით, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ 113 დაზარალებულს ერთი თვის შემდეგაც აღენიშნებოდა ხველა და სასუნთქი სისტემის გაღიზიანება, რაც, ჩვეულებრივ, ასეთი შემთხვევებისთვის არაბუნებრივად ხანგრძლივი სიმპტომია.

გარდა ამისა, მათ ექვსი კვირის შემდეგაც ჰქონდათ სასუნთქი გზების პრობლემები და ლორწოვანი გარსის ანთება, რაც, შესაძლოა, ცრემლსადენი გაზის მაღალი კონცენტრაციისა და მისი ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგი ყოფილიყო. ბევრ დაზარალებულს აღენიშნებოდა კანის ანთება, წყლულები და შეხორცების პრობლემები, რაც, შესაძლებელია, ქიმიური ნივთიერებების ღრმა შეღწევის შედეგად განვითარდა. ასევე, საყურადღებოა ერთთვიანი სპონტანური სისხლდენები ცხვირიდან, რაც ზოგიერთ პაციენტს გამოუვლინდა. შეიძლება ეს სისხლის შედედების მექანიზმის დარღვევაზე მიანიშნებდეს.

ექიმის თქმით, ასეთი სისხლდენების მიზეზი უცნობია და საჭიროებს დამატებით გამოკვლევას. შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის მავნე ეფექტებთან. ასევე, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოვლინდება“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველთა მიერ დამოუკიდებლად და კომბინირებულად გამოყენებული სპეციალური საშუალებები პოტენციურ გრძელვადიან რისკებსაც შეიცავს დემონსტრანტთა ჯანმრთელობისთვის – ეს შეიძლება მოიცავდეს ქრონიკულ რესპირატორულ, ნეიროლოგიურ და დერმატოლოგიურ გართულებებს.

ორგანიზაციების განცხადებით, ამჟამინდელი სამედიცინო მონაცემების გათვალისწინებით, აუცილებელია დამატებითი კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს ამ საშუალებების ზემოქმედება გრძელვადიან პერსპექტივაში და დიფერენცირებული გავლენა კონკრეტულ რისკჯგუფებზე, მათ შორის, ალერგიული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებზე.

ამასთან, ანგარიშში მითითებულია, რომ ცემის, ტრანსპორტირების ან სამართალდამცავი უწყების შენობაში ყოფნის დროს აქციის მონაწილეებს ხშირად ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ან სხვაგვარად ახორციელებდნენ მათ მიმართ სექსუალურ შევიწროებას, რასაც, გარკვეულ შემთხვევებში, თან ახლდა ჰომოფობიური და ანტიევროპული ნარატივები.

ორგანიზაციები ანგარიშში აღნიშნავენ, რომ არსებული მტკიცებულებები და ძალადობის მსხვერპლთა ჩვენებები მიანიშნებს სისტემურ წამებაზე – სასტიკ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე აქციის მონაწილეთა დასაშინებლად და დასასჯელად. მათი თქმით, ძალადობის მასშტაბი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის კოორდინირებული ქცევა, წამების მსხვერპლთა ჩვენებების თანხვედრა, სხვადასხვა თარიღში განხორციელებული იდენტური ქმედებები, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე რეაგირების არარსებობა და, ზოგ შემთხვევაში, მისი წახალისება მიუთითებს წამების სისტემურობასა და ამ დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე.

ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ანგარიშზე მუშაობის პროცესში წამებასთან მიმართებით შემდეგი ქცევის მოდელები გამოიკვეთა:

  • აქციების დარბევის პარალელურად, როგორც წესი, სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა, ხშირად ჯგუფურად, შემდეგ კი გადაჰყავდა პოლიციის კორდონის მიღმა, მედიის კამერებისგან მოშორებით, სადაც ძალადობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდებოდა;
  • ძალადობა, როგორც წესი, გრძელდებოდა სადამსჯელო მიკროავტობუსებში. სპეცრაზმის წევრები, სპეციალური ხელთათმანების საშუალებით, ფეხით, ზოგ შემთხვევაში, კეტით ან სხვა ხელსაწყოს გამოყენებით, ჯგუფურად სცემდნენ მსხვერპლებს.
  • ფიზიკურ ძალადობას, როგორც დაკავების შემდეგ, ისე მიკროავტობუსში, თან ახლდა ნივთების წართმევა, შეურაცხყოფა, დამცირება და მუქარა, მათ შორის, გაუპატიურებით დამუქრება. როგორც წესი, სპეცრაზმელები მსხვერპლებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავისა და სახის არეში;
  • მიკროავტობუსში ცემის შემდეგ, რაც, ხშირად, რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა, მსხვერპლებს გადასცემდნენ საპატრულო ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც ისინი პოლიციის განყოფილებებში მიჰყავდათ და დაკავების შესახებ ყალბ ოქმებს აფორმებდნენ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხშირად, ფსიქოლოგიური ძალადობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური ძალადობა გრძელდებოდა როგორც ტრანსპორტირების დროს, ასევე პოლიციის განყოფილებაში. მათი თქმით, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას თან ახლდა სამთავრობო ნარატივისთვის დამახასიათებელი ანტიევროპული და ჰომოფობიური რიტორიკა.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ძალადობის მსხვერპლებს, როგორც წესი, ჩხრეკდნენ და პირად ნივთებს ართმევდნენ, რომელთა დიდი ნაწილი მათთვის არ დაუბრუნებიათ. რესპონდენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალების მიერ ნივთების მოპარვით/წართმევით გამოწვეული ზიანის საერთო ოდენობა, ჯამში, სულ მცირე, 253 470 ლარია.

ანგარიშში ასევე საუბარია კვალის დაფარვის მცდელობებზე, მათ შორის რესპონდენტების ინტერვიუებში, სადაც ისინი იხსენებენ, რომ პოლიციის განყოფილებაში მათ სახის ჩამობანა აიძულეს, რისი მიზეზიც, ორგანიზაციების შეფასებით, შესაძლოა, ყოფილიყო სახიდან სისხლის და ცემის კვალის მოშორება.

წყარო

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სპეცტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება კახეთში- რას აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

10:25; 19 ივნისი, 2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის ახალი კურსი

18:36; 18 ივნისი, 2025
საზოგადოება

“ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ინფორმაციის გადაცემას”- “საფარი”

13:40; 18 ივნისი, 2025
საზოგადოება

“ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება”- თბილისის მერია

21:00; 17 ივნისი, 2025
საზოგადოება

“მეწყერი ისევ აქტიურ დინამიკაშია მოსული”- საგზაო დეპარტამენტი

17:02; 17 ივნისი, 2025

თურქეთში, დღეს დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის შეხვედრის მონაწილეთა სიაში პუტინი არ არის

გალტ & თაგარტმა ინვესტირებით დაინტერესებულ მომხმარებლებს დამატებით ბირჟებზე წვდომა გაუმარტივა

ყველა სიახლე

საზოგადოება

სპეცტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება კახეთში- რას აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

10:25; 19.06.2025
მსოფლიო

პუტინი: მზად ვარ ყველასთან შესახვედრად, მათ შორის ზელენსკისთან

10:19; 19.06.2025
ზაფრანი

როგორ დავიძინოთ სიცხეში

10:04; 19.06.2025
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

9:56; 19.06.2025
ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ნაყინი ყოველდღე

9:43; 19.06.2025
ზაფრანი

21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა – რა უნდა გავაკეთოთ რომ წარმატება და იღბალი მოვიზიდოთ

23:30; 18.06.2025
პოლიტიკა

ევროკომისარი: საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება

23:23; 18.06.2025
სამართალი

კაცმა ცოლი დაჭრა

23:14; 18.06.2025
სამართალი

ავარია ფოთი- ჭალადიდის გზაზე – არიან დაშავებულები

20:36; 18.06.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის ახალი კურსი

18:36; 18.06.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind ვორკშოპს “ფინტექის მომავალი AI-ის ეპოქაში“ გამართავს

18:20; 18.06.2025
პოლიტიკა

იუკნევიჩიენე: ევროკაშირმა ივანიშვილს რეჟიმს მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს

17:12; 18.06.2025
პოლიტიკა

“ეს არის შანტაჟის მორიგი მცდელობა”- ირაკლი კობახიძე

16:49; 18.06.2025
სამართალი

მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო ხელახლა გაასამართლეს-ჯარიმა 1000 ლარია

16:09; 18.06.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის პარასკევის PLUS შეთავაზებები

16:00; 18.06.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება”- ლონდა თოლორაია

14:26; 18.06.2025
0

“ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

16:22; 9.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო