რუსთავში, საწარმო “რუსთავის აზოტში” უბედური შემთვავს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოში ხარაჩო ჩამოინგრა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.
როგორც “ინფო რუსთავს” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ორი დაშავებული კი ცენტრალურ საავადმყოფში გადაიყვანა.