ტელეკომპანია “ტაბულა” განცხადებას ავრცელებს.
“ტაბულამ მოიგო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი, 50 000 ფუნტის ოდენობით, რომელიც უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას.
ბრიტანეთის მთავრობამ გრანტის მიმღებთა დაცვის ამოცანით, ახლახან მიღებული გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიმართა რეჟიმს ნებართვისთვის.
რეჟიმმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას საჭირო დროში პასუხი არ დაუბრუნა, რის შემდეგაც ბრიტანეთის მთავრობამ პროექტი გააუქმა და ქართულ საზოგადოებას რეჟიმის ანტიდემოკრატიული ქმედების შესახებ აცნობა.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მთლიანად სცილდება მის ბუნებრივ წიაღს – თავისუფალ სამყაროს და რუსული ავტორიტარიზმის ჭაობში იძირება.
ამის მიუხედავად, ტაბულა გააგრძელებს ქართული საქმის კეთებას და საქართველოს დასავლური კურსის დაცვას, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ქართული საქმის კეთებაში”,_ აცხადებს ტელეკომპანია “ტაბულა”.