“ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა”, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“ ავრცელებს.
“ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი, 13-დან 15 ოქტომბრამდე აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა, სადაც მაღალი დონის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი, განსაკუთრებული ყურადღება ეუთოს მინსკის პროცესის დასრულებასა და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებზე.
საქართველოში შეხვედრები ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე, ყურადღება გამახვილდება ეუთოს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად.
ფინეთი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე 2025 წელს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. ეს პრიორიტეტი ხაზგასმული იქნება ვიზიტის განმავლობაში”,_ წერია განცხადებაში.



































































