უკრაინელი დიპლომატები განაწყენებულები და აღშფოთებულები არიან აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქციელით კანადაში, _ იუწყება Unian The guardian-ზე დაყრდნობით.
G7-ს სამიტი კანადაში უკრაინისთვის დიდი იმედგაცრუება გახდა _ დონალდ ტრამპმა შეხვედრა დროზე ადრე ისე დატოვა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ შეხვდა _ აშშ-ს ლიდერმა განაცხადა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ისრაელ-ირანის კონფლიქტზე და უპასუხოდ დატოვა კითხვა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
უკრაინელი ჩინოვნიკები არ არიან დარწმუნებულები, ღირს თუ არა ამის შემდეგ ზელენსკის მონაწილეობა ჰააგაში ნატო-ს სამიტზე, რადგან არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ტრამპი იქ იქნება.
უკრაინისთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო აშშ-ს მიერ ერთობლივი განცხადების დაბლოკვა _ ვაშინგტონმა ეს განცხადება „ძალიან ანტირუსულად“ და პუტინთან პოტენციური მოლაპარაკებებისთვის სახიფათოდ მიიჩნია.
„ჩვენ მზად ვართ ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე“, _ განაცხადა ზელენსკიმ კანადის პრემიერ მარკ კარნისთან შეხვედრაზე, თუმცა, ტრამპის პირდაპირი გაკრიტიკებისგან თავი შეიკავა.