ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანის ხასიათსა და მის ბედისწერაზე ასტროლოგიურ ნიშნებთან ერთად მოქმედებს კვირის ის დღეც, როდესაც იგი დაიბადა.
ორშაბათი
ქალი. ორშაბათს დაბადებული ქალი ფაქიზი, მეოცნებე, მგრძნობიარე და დამთმობია. ასეთ ქალს მარტო ცხოვრება ძალიან უჭირს. მას ყოველთვის სურს, ვიღაცას გაუზიაროს თავისი გრძნობები. ნამდვილ ქალად მხოლოდ დედის ამპლუაში გრძნობს თავს. ცხოვრობს გულის კარნახით.
მამაკაცი. ზეამაღლებული, ზემგრძნობიარე და მდიდარი ფანტაზიის მქონეა. ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება ხშირი ურთიერთობა ჰქონდეს ადამიანებთან, განსაკუთრებით – ქალებთან. მას ესაჭიროება სიყვარული, გაგება და თბილი მოპყრობა. ვერ იტანს მარტოობას. გარეგნულად მშვიდია, მაგრამ შინაგანად აფორიაქებული.
სამშაბათი
ქალი. გულუხვი და სიყვარულში ძალიან ვნებიანია. დაჯილდოებულია მახვილი გონებით, იუმორის გრძნობით და მთელი ცხოვრება დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფვის. ეშინია მხოლოდ ერთის – გრძნობებში მონოტონურობის.
მამაკაცი. ერთი შეხედვით სამშაბათს დაბადებული მამაკაცები ჭირვეულობით ხასიათდებიან. ნატურით ენთუზიასტები არიან და ძალიან უყვართ გართობა. კარგი ორატორული ნიჭიც აქვთ და შეუძლიათ თავიანთი ნააზრევი საზოგადოებას მოაწონონ. მათი მომხიბვლელობა ადვილად ამოიკითხება იუმორში, ღიმილსა და სხვა მანერებში.
ოთხშაბათი
ქალი. საკმაოდ მგრძნობიარე და ფაქიზია. თუმცა ნიღაბქვეშ ბევრ რამეს მალავს. იგი უფრო თავშეკავებულია. სასიყვარულო ურთიერთობებში სტაბილურობას და გულახდილობას ეძებს, ამიტომაც მისთვის მიუღებელია ერთი ნახვით შეყვარება, დაუოკებელი ვნება.
მამაკაცი. ოთხშაბათს დაბადებული მამაკაცი კეთილსინდისიერი, პატიოსანი და რომანტიკულია. ასეთ მამაკაცს ცხოვრებაში ნამდვილად უნდა ენდოთ. თუ უყვარს ვინმე – აუცილებლად მთელი გრძნობით და არსებით. თანაც ერთგული და ყურადღებიანია.
ხუთშაბათი
ქალი. ასეთი ქალი სიყვარულში მოუთმენელია. მას ვერ უწოდებ სენტიმენტალურს, თუმცა უმეტესწილად დაბნეული გონებით ხასიათდება. მას ძალიან უყვარს თავისუფლება და თავგადასავლები. მამაკაცებს ბუნებრივი მომხიბვლელობით აწონებს თავს.
მამაკაცი. დაბადებულია იმისთვის, რომ ქალის გული დაიპყროს. უნდა ცხოვრებაში ყველაფერი გამოსცადოს და დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. ოჯახური ცხოვრების რუტინა აშინებს. ერთი შეხედვით არტისტულია, თუმცა შინაგანად ფაქიზი და გულუბრყვილოა. მათ ხშირად განწყობის ადამიანებსაც უწოდებენ.
პარასკევი
ქალი. რომანტიკული და მეოცნებეა. ყველანაირი სილამაზისკენ მიისწრაფვის, ყველაფერში ჰარმონია მოსწონს. მუდამ სჭირდება ზრუნვა და დაცვა. მარტოობა ძალიან აშინებს. ოჯახის წევრებთან ან ბავშვებთან ურთიერთობაში სულიერ ბედნიერებას პოულობს.
მამაკაცი. ნამდვილი მსახიობია. მის მომხიბვლელობას ძნელად თუ ვინმე გაუძლებს. მისი ფრაზები ყოველთვის გულწრფელია. მისი ბედნიერებისათვის მთავარი სულიერი წონასწორობაა. ასეთი მამაკაცი ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ იგი უყვართ და მასზე ზრუნავენ.
შაბათი
ქალი. ამ დღეს დაბადებული ქალები იდუმალი, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანები არიან. მათ გულს მხოლოდ ინტელექტუალური მამაკაცები თუ მოიგებენ. იშვიათად მისცემენ საკუთარ თავს უფლებას, რომ მამაკაცს სიყვარულში გამოუტყდნენ. გარეგნულად რკინის ქალის შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუნცა შინაგანად სუსტები არიან.
მამაკაცები. შინაგანად დამოუკიდებლები და მეამბოხეები არიან. თავისუფლად შეუძლიათ მარტო იცხოვრონ. არ უყვართ საკუთარი გრძნობების და ემოციების გამოხატვა. ქალებს ხშირად უნდობლობას უცხადებენ.
კვირა
ქალი. იმპულსური და მშფოთვარეა. მასში დიდი დოზითაა ვნება. მამაკაცი ან უყვარს, ან – არა, საშუალო არ არსებობს. ძალიან მოსწონს საკუთარი სიამაყის დემონსტრირება.
მამაკაცი. ამ დღეს დაბადებული მამაკაცი ამბიციებით აღსავსე და თავდაჯერებულია. ქალთან ურთიერთობაში მფარველის სტატუსს ატარებს. მხოლოდ საკუთარ თავს უჯერებს და განსაკუთრებით მოსწონს, როცა კომპლიმენტებს ეუბნებიან.
ავტორი