შტორმის შედეგად სომალილენდში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაკარგულებიც, რის გამოც, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
როგორც ცნობილია, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ასობით ფერმა გაანადგურა.