ყაზბეგში, სოფელ კობში ჰესის აშენება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას 14 მაისს “ოცნების” მთავრობის მიერ მიღებულ განკარგულებაშია ნათქვამი.
განკარგულების მიხედვით, შპს „ნაროვანი ჰესს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 49 წლით, აღნაგობის უფლებით გადაეცა 17898 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მიწით სარგებლობის წლიური საფასური 10 023 ლარით განისაზღვრა.
საპრივატიზაციო პირობების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში კომპანიამ ადგილზე არაუმეტეს 0.5 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება უნდა უზრუნველყოს.
გარდა ამისა, კომპანიის მიერ განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა მინიმუმ 150 000 ლარია.