საქართველოს ცალკეულ რეგიონებში უამინდობა გრძელდება. ზოგან ამ დროისთვის ისევ თოვს.
რა მდგომარეობაა გზებზე – ამის შესახებ “გურია ნიუსი” საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა.
“საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ გზებზე არსებული ვითარება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი ქვეყანის მასშტაბით რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისათვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. იწინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
ამ დროისათვის, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: თბილისი-სენაკი-ლესელიძისსაავტომობილო გზის კმ42-კმ180 (აღაიანის სატრანსპორტოკვანძი – ზესტაფონის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთისსაავტომობილო გზაზე, სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფისსაავტომობილო გზის კმ48-კმ119 (გრიგოლეთი-სარფი) მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალისსაავტომობილო გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე.
დიდთოვლობის გამო მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია: ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ124 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (სოფ. პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის და ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზებზე, სადაცმსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდმოცურების საწინააღმდეგი ჯაჭვებითაა დასაშვები.
ინტენსიური თოვის, ლიპყინულის, ზვავსაშიშროების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტიომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ25-კმ50 (ბაღდათი-კურორტი საირმე) მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზისკმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე,ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურისსაავტომობილო გზის კმ44-კმ46 (ნაქერალასუღელტეხილი) მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდითონეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ28 მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე და ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე .
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების წმენდას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მასშტაბით ნარჩუნდება ინტენსიური თოვა, გთხოვთ,გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავოთ მგაზვრობისგან. ამასთან, გთხოვთ, იმგზავროთ გამართული სატრანსპორტო საშუალებით, სეზონის შესაბამისი საბურავებით და დაიცვათ საგზაო მოძრაობის წესები”,_ ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ “გურია ნიუსისთვის” მოწოდებულ ინფორმაციაში.