ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 5244 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4555 პაციენტი, გარდაცვლილია 70.