აბაშაში ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ საღამოს, აბაშის ცენტრში მოხდა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება.
იგი ამ დროისთვის ქუთაისის კატასტროფის ცენტრშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ამასთან, როგორ უწყებაში განმარტავენ, ბრალდებული უკვე დაკავებულია.