ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა.
რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინზე, ირაკლი კობახიძემ თანამდებობაზე წარადგინა რევაზ სოხაძე, რომელიც ამ დრომდე თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
„რევაზ სოხაძე, მოგეხსენებათ, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. იგი წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ, მენეჯერულ პოზიციებზე, 2017 წლიდან კი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე. მინდა, ბატონ რევაზს ვუსურვო წარმატებები ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე,”- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით პრემიერ-მინისტრმა.