წუხელ, გვიან ღამით, სროლა იყო ქუთაისში. პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, _ ინფორმაციას ინფოიმერეთი ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, სროლის ხმა ესმოდათ. ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ აივნებზე გასვლა შეეშინდათ.
ადგილობრივების თქმით, ერთმანეთს მხარეებმა ცეცხლი ორი ავტომობილიდან გაუხსნეს.
“ერთმანეთის მიყოლებით ისროდნენ ავტომატიდან. რამდენჯერმე ჰაერშიც ისროლეს, ამიტომ ბრმა ტყვიის შეგვეშინდა სახლში არ შემოვარდნილიყო და იატაკზე დავწექით. საშინელი ღამე იყო”, – აცხადებს ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრები.
“ინფო იმერეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.