ოზურგეთში, დღეისთვის, ერთი კილოგრამი ქაფშია, გარჩეული 7 ლარი ღირს, ჩვეულებრივი კი ოთხი ლარი.
_ამის„გაკუჭვას“ დრო იმდენი მიაქვს და თან ერთი კილოგრამი რომ გამოვიდეს, 1,700 კილოგრამი გაურჩეველი თევზი სჭირდება . ასე კი არაა საქმე, – გვეუბნებიან თევზის რეალიზაციით დაკავებული გურული ქალბატონები.
_ახალი წელი კი მოდის, მაგრამ ჯერ „ხამსას“ სეზონია. ერთ კვირაში აღარ ვივაჭრებთ თევზით და ახლა იყიდეთ, წაიღეთ, საუცხოო პარტია შემოვიდა, – გვთავაზობენ მეორეგან, რაზეც ისევ გურულების გამკენწლავი იუმორით ნათქვამი ისმის:
_მაი „ხამსა“ ისეთია, ადრე რომ იყიდებოდა? მართლა ლიფსიტა და მილეული ამას ჰქვია! ადრე ერთ ცალს ერთ ლუკმაზე ვერ შეჭამდი! _ დილის ბაზარში ხალისობენ გურულები.
სავარაუდოდ, როგორც აქ ამბობენ, ჯერ ამ სახეობის თევზის ფასი არ დაიკლებს.
ავტორი