,,სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი“ – ასე იპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რომლმაც მას სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ჰკითხა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება, მულტიფუნქციურია.
ასევე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს სწორედ იქ გადაიყვანენ
„თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება და მიეხედება ისე, როგორც ყველას”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, რომ მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
[sexy_author_bio]