გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    „ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი

    ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, დაზიანებულია სამშობიარო სახლის შენობა

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

    აბუ დაბიში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა დაიწყო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    „ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი

    ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, დაზიანებულია სამშობიარო სახლის შენობა

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

    აბუ დაბიში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა დაიწყო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ხალხის ძალა“: “ნებისმიერი სახელმწიფო ჰერჩინსკის მსგავს ანგაჟირებულ, „დიფ სთეითის“ აგენტ პირს დიდი ხნის წინ გააძევებდა ქვეყნიდან”

10:37; 23.06.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„ხალხის ძალა“ გაზეთ „ბათუმელებთან“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუსთან დაკავშირებით, სოციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ამ წერილით გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის – პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს გაზეთ „ბათუმელებთან“, რომელშიც მრავლად გვხვდება მთელი რიგი უზუსტობები, პოლიტიკური სპეკულაციები და პირდაპირ რომ ვთქვათ – ტყუილები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, სენსიტიურ საკითხებთან და რაც მთავარია, საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

პოლიტიკოსებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის კარგა ხანია ცხადია, რომ პაველ ჰერჩინსკი „დიფ სთეითის“, ანუ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელია, რომლის მთავარი ამოცანა სუვერენული ქვეყნის სუვერენული მთავრობისთვის პრობლემების შექმნა და „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის აგენტების ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშეწყობაა, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩართავენ საქართველოს ომში. ბოლო სამი წლის მანძილზე ქვეყანაში გამხორციელებული ზეწოლის უპირველესი მიზანიც ხომ სწორედ ეს არის, არაფერი რომ არ ვთქვათ „დიფ სთეითის“ სხვა ისეთ მიზნებზე, რომელიც დიამეტრულად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს”.

საქართველოში ელჩად დანიშვნის დღიდან, პაველ ჰერჩინსკი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რასაც მისი არაერთი განცხადება და ნაბიჯი მოწმობს. ე.წ. ელჩი, რეალურად, საქართველოში მოქმედი, უცხოეთიდან მართული და დაფინანსებული ოპოზიციის ნაწილია, რომელსაც დიპლომატობის არაფერი სცხია და საკუთარი ქმედებებითა და განცხადებებით, დანიშვნის დღიდან გასცდა ელჩის კომპეტენციას და უფლებამოსილებას.

საერთოდ რა დიპლომატობაზე შეიძლება საუბარი მაშინ, როდესაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პაველ ჰერჩინსკი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ღიად უჭერდა მხარს?!

ასეა თუ ისე, დღეს საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც მისი პატრონი, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ოფიციალური ბრიუსელი.

ევროკავშირის ბიუროკრატიამ კარგა ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და „დიფ სთეითის“ დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს.

ამ ძალებისგან მომავალი საფრთხეზე ღიად საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“. ასევე, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი, რომლის თქმითაც, მათ სურთ რომ დაანგრიონ „დიფ სთეითი“, რომელიც ბრიტანეთს მართავს და ამერიკულზე უფრო ძველიცაა და უფრო ფართოდ გავრცელებულიც. ასევე, გავიხსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი ებრძვიან ორგანიზებულ ჯგუფს, რომელსაც სოროსის იმპერია ჰქვია, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებს უხდიდა ფულს უნგრეთის სამართლებრივ სისტემაზე თავდასხმისთვის და უნგრეთის წინააღმდეგ უკანონო საქმიანობას ახორციელებდა. მისივე განცხადებით, ევროკავშირი არ შეიძლება იყოს ფინანსური ქსელი, რომელიც ეროვნული მთავრობების დასუსტებისთვისაა შექმნილი.

სწორედ ოფიციალური ბრიუსელი და მათ მიერ დანიშნული პაველ ჰერნჩინსკი აფინანსებენ და მხარს უჭერენ რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, იმ ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოების გახლეჩისკენ, ურთიერთდაპირისპირებისკენ და პოლიტიკური დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რადიკალურ პროცესებზე არიან პასუხისმგებლები, რაც, ნებისმიერ ფასად, ხელისუფლების გადატრიალებით უნდა დასრულდეს.

საგულისხმოა, რომ ევროკავშირის საელჩო, რომელიც წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად გვევლინებოდა, არათუ პასუხისმგებლობას არ იღებდა, არამედ არც კი გმობდა მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ზიზღის და მუქარის კამპანიებს. მეტიც, საკუთარი დამოკიდებულებით და პოლიტიკით, ევროკავშირის საელჩო მწვანე შუქს უნთებდა და უნთებს მათი დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ ზიზღისა და მუქარის კამპანიებს, ძალადობას და სიძულვილს.

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, სრული ფარსია ელჩის საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესების დასტაბილურების სურვილზე, რადგან საქმით, ისინი თავად ახალისებენ რადიკალიზაციას.

ძალადობის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობით ეს ძალები საქართველოში შემდგომი ძალადობის პროვოცირებას ახდენენ. ამით, ერთი მხრივ საკუთარი აგენტების დაცვას ცდილობენ, მეორე მხრივ კი ქართულ მართლმსაჯულებას და სუვერენიტეტს ებრძვიან.

როგორ შეიძლება აქ არ ვახსენოთ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული კატასტროფული რეზოლუცია და ევროპარლამენტის შენობაში გამართული სამარცხვინო სპექტაკლი, ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ მზია ამაღლობელის „ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოდ“ მონათვლის მცდელობა და საზოგადოების მოტყუება, თითქოსდა მზია ამაღლობელი ჟურნალისტური საქმიანობის გამოა დაკავებული, მაშინ, როდესაც მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა, როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მზია ამაღლობელმა სამართალდამცავს.

თავად განსაჯეთ რამდენის უფლებას აძლევენ ევროპელი „მეგობრები“ თავს, როდესაც ქართველ ხალხს უბედავენ, რომ სააკაშვილი, ნიკა მელია, მზია ამაღლობელი და სხვები პოლიტპატიმრებად შერაცხონ!

ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა და ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვართ, რომ საკადრისი პასუხი გავცეთ მათ!

ფაქტია, რომ ევროპარლამენტში საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ, ანტიქართულ პოლიტიკას ატარებენ! ოფიციალური ბრიუსელი ღიად ებრძვის და უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველა კარგად ხედავს, რომ საქართველო მოთმინების პოლიტიკას ატარებს. მართალია, ნებისმიერი სახელმწიფო პაველ ჰერჩინსკის მსგავს ანგაჟირებულ, „დიფ სთეითის“ აგენტ, არასასურველ პირს დიდი ხნის წინ გააძევებდა ქვეყნიდან, მაგრამ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ შეგნებულად არ ვითხოვთ მის გაძევებას, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება პოზიტიური შედეგის მომტანი ვერ იქნება, ვინაიდან ევროპული ბიუროკრატია იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, ჰერნჩინსკის ნაცვლად შესაძლოა ბევრად უარესი კადრი მოავლინონ „ელჩად“.

პაველ ჰერნჩინსკის ინტერვიუს რომ დავუბრუნდეთ, პირდაპირ თუ ირიბად, მან არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, თითქოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულ მათე დევიძეს და სამართალდამცავის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაკავებულ მზია ამაღლობელს თავისუფლება უკანონოდ აქვთ აღკვეთილი. რა თქმა უნდა, ეს მტკნარი სიცრუეა, რაც მან კარგად იცის, ისევე, როგორც ის, თუ რამდენად მკაცრია, მათ შორის, ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა სამართალდამცავთა წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და რა ტიპის პასუხისგება ახლავს ამგვარ ქმედებას თან.

პაველ ჰერჩინსკი ტყუის მაშინაც, როდესაც ცდილობს ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს ევროკავშირის დაფინანსების ლომის წილი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და სახელმწიფოს პირდაპირ დახმარებაზე მოდიოდა მაშინ, როდესაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის და წევრი ქვეყნების დაფინანსების ძირითადი ნაწილი მათი ინტერესების გამტარი, მათდამი ლოიალურად განწყობილი ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დაფინანსებაზე მოდიოდა, სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და ნებისმიერ ფასად, ხელისუფლების დამხობის დავალება აქვთ მიღებული.

სწორედ ამიტომ წუხს ბატონი ჰერჩინსკი ხელისუფლების მიერ მიღებული გამჭვირვალობისა და „FARA“-ს კანონების გამო, რადგან ეს სამართლებრივი მექანიზმები მათთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია მუდმივად, ფარულად აფინანსონ მათი პოლიტიკური ინტერესების გამტარი ორგანიზაციები და სუბიექტები.

რაც შეეხება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, რომელიც, როგორც პაველ ჰერჩინსკიმ ბრძანა, შეჩერებულია, რადგან ქართველ ხალხს სურს ევროპა, ხოლო ხელისუფლება უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს.

რასაკვირველია, ესეც მტკნარი სიცრუეა; პირველ რიგში, გაუგონარია ელჩის მიერ ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნის მცდელობა იმ ფონზე, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი მხარდაჭერა აქვს. ამას გარდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალური სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გახადა, რომელმაც შრომისა და თავდადების ხარჯზე მიაღწია ყველა იმ სიკეთეს, რითაც დღეს საქართველოს მოსახლეობა სარგებლობს.

თუმცა, როგორც გამოჩნდა, რეგიონში ვითარების დაძაბვისთანავე, ოფიციალურმა ბრიუსელმა საქართველოს ევროპული მისწრაფების სათავისოდ გამოყენება სცადა და ხელისუფლების შანტაჟის იარაღად გამოიყენა. ხოლო როდესაც სასურველ შედეგს და ხელისუფლების უპირობო მორჩილებას ვერ მიაღწიეს, სწორედ მათ, თანაც სრულიად უსამართლოდ გაყინეს საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ეს საქართველოს ხელისუფლებას გადააბრალეს.

პარალელურად, ოფიციალური ბრიუსელი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, პრაქტიკულად, დემონიზაცია მოხდეს. ამაზე, ინტერვიუში, თავად პაველ ჰერჩინსკი საუბრობს:

„წარმოიდგინეთ, ევროკავშირის მიერ დასანქცირებულს როგორ შეხედავენ მეგობრები, ოჯახის წევრები, საზოგადოება. ამიტომ სანქციების საკითხს უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ“.

ამ ფონზე, ელჩი წუხს იმაზე, თითქოს მმართველი გუნდი ევროკავშირს აბუჩად იგდებს და ევროპელ პოლიტიკოსებს შეურაცხყოფას აყენებს. რეალურად, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საკუთარი ქმედებებით და პოლიტიკით, სწორედ ევროკავშირის ელჩი და სხვადასხვა, ანგაჟირებული ევროპელი დეპუტატები აღვივებენ ევროსკეპტიციზმს საქართველოში.

რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი ვითარება, ეს არის საქმიანობა, რითაც დიპლომატი, მით უფრო ევროკავშირის ელჩი უნდა იყოს დაკავებული, რადგან ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს რეალურ ევროპულ ღირებულებებთან, თუმცა ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან დღეს ჩვენ ურთიერთობა გვიწევს ევროკავშირთან, რომელიც ევროპულობისგანაა დაცლილი, ევროკავშირთან, რომელსაც გლობალური ომის პარტია, იგივე „დიფ სთეითი“ მართავს.

თუმცა, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეუძლებელია არ აღინიშნოს პაველ ჰერნჩინსკის საქმიანობის ერთი „დადებითი“ მხარე – მისი, როგორც „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მაგალითზე, ვისი მთავარი ინტერესიც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებაა, ჩვენს მოსახლეობას შეგვიძლია ავუხსნათ ის კატასტროფული რეალობა, რაც დღეს ოფიციალურ ბრიუსელში სუფევს”, _ ნათქვამია განცხადებაში.

ხალხის ძალა
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მარგუს ცაჰკნა: შეშფოთებულები ვართ კანონებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატირას

14:29; 12 ივლისი, 2025
პოლიტიკა

რას აცხადებს 17 ქვეყანა საქართველოს შესახებ

10:59; 12 ივლისი, 2025
პოლიტიკა

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში _ ვინ რას ამბობს

10:36; 11 ივლისი, 2025
პოლიტიკა

“ინტაბუეთი და თბილისი უკვე ჩვენია, დანარჩენი სხვებმა გამოგლიჯეთ!”

10:33; 11 ივლისი, 2025
პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა

17:58; 10 ივლისი, 2025

"ეკლესიაში შევიდა, ცეცხლი გახსნა, თავი აიფეთქა"- რა მოხდა დამასკოში

ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გურიაში და სხვა რეგიონებში

ყველა სიახლე

ზაფრანი

რატომ უნდა გაყინოთ ლიმონი

16:11; 12.07.2025
ზაფრანი

ბუნებრივი საშუალებები ორგანიზმში ბაქტერიების გასანადგურებლად

16:05; 12.07.2025
ზაფრანი

სტაფილო სიცოცხლეს ახანგრძლივებს

15:57; 12.07.2025
ზაფრანი

პროდუქტები, რომელიც კბილებს ყველაზე მეტად ვნებს

15:28; 12.07.2025
პოლიტიკა

მარგუს ცაჰკნა: შეშფოთებულები ვართ კანონებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატირას

14:29; 12.07.2025
მთავარი

“შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

13:55; 12.07.2025
საზოგადოება

გარდაიცვალა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ზურა ჯაფარიძის დედა

13:08; 12.07.2025
საზოგადოება

“მოულოდნელია, თავზარდამცემია, როგორ ვერ გიმეტებ, გოგო” _ ჩოხატაურს კიდევ ერთი დიდებული ქალბატონი გამოაკლდა

12:19; 12.07.2025
სამართალი

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

11:31; 12.07.2025
პოლიტიკა

რას აცხადებს 17 ქვეყანა საქართველოს შესახებ

10:59; 12.07.2025
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს

10:49; 12.07.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

10:40; 12.07.2025
სამართალი

მოზარდი 50-ზე მეტი ჭრილობით იპოვეს

10:08; 12.07.2025
საზოგადოება

„სავალალო სიტუაციაა განათლებაში, ქართველები საქართველოშიც ვეღარ უწევენ კონკურენციას უცხოელებს”

9:45; 12.07.2025
საზოგადოება

“ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება”

18:14; 11.07.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

13:02; 11.07.2025
0

“ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

10:01; 30.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო