მიმდინარე წელს, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, დასავლეთ საქართველოში 30 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
როგორც ცნობილია, პროექტი საქართველოს მასშტაბით სულ 91 სკოლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომელთაგან დღემდე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 44 საჯარო სკოლას მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში.
რას მოიცავს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და რა კრიტერიუმებით მოხდა საჯარო სკოლების არჩევა_აღნიშნულ საკითხებზე ათასწლეულების გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე საუბრობს.
„საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მოიცავს ინფრასტრუქტურას, სველი წერტილების შეტანას სკოლის შენობაში, კომუნიკაციის ყველა კომპონენტის შეცვლას და რეაბილიტაციას, სახურავის, ფანჯრების შეცვლას, ასევე გათბობის ახალი სისტემების დაყენებას, საბოლოოდ ჯამში ვიღებთ ევროპული სტანდარტის საჯარო სკოლას, ინვენტარს კი სკოლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები შეიტანს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი კი ლაბორატორიებს 140 სხსვადასხვა დანადგარით აღჭურავს “,_აცხადებს მაღრაძე.
სკოლების პროექტში მოსახვედრად, მაღრაძის თქმით, კვლევა ჩატარდა და მათ შემდეგი კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინათ:
„საჯარო სკოლების შერჩევა გახორციელდა ჩვენს მიერ დაქირავებული საერთაშორისო კვლევითი კომპანიის მიერ, რადგანაც სკოლები სადაც ინვესტიციას ვდებთ, ბევრი მოსწავლე უნდა ჰყავდეს, უნდა სწავლობდნენ სოციალურად დაუცველები, უმცირესობები, უნდა საჭიროებდეს რეაბილიტაციას და ინვესტიცია აუცილებლად უნდა იყოს რენტაბელური და ეკონომიკურად გამართლებული“,_ამბობს მაღრაძე.
როგორც საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელისაბედ რუდი აცხადებს, პროექტი ცხადყოფს, რომ აშშ საქართველოს განვითარებისთვის ძალღონეს არ იშურებს.
„პროექტის დასრულების შემდეგ 37 000 მოსწავლე დაახლოებით 90 სკოლაში მიიღებს სარგებელს თანამედროვე სასკოლო გარემოსგან, ზამთარში თბილი და ზაფხულში გრილი საკლასო ოთახებისგან, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებისგან და აღჭურვილობისგან და იქნება გაცილებით უკეთესი სასწავლო გარემო. თანამშრომლობა რომელიც არის საქართველოსა და ათასწლეულების გამოწვევის კორპორაციას შორის არის ძალიან კარგი მაგალითი თუ როგორ არ იშურებს ძალღონეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ დაეხმაროს საქართველოს განვითარებაში და სწორედ, მსოფლიო დონის განათლებაზე ხელმისაწვდომობა ქართველი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის არის საწინდარი ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“,_აცხადებს რუდი.ე თემაზე: