8 იანვარდან 14 იანვრის ჩათვლით ბათუმში სტარტი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს მასპინძლობს ბერძნულ-რომაული სტილისა და თავისუფალ ჭიდაობაში.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 5 ფალავანი იღებდა მონაწილეობას: მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის პრიზიორი, საქართველოს ექვსგზის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი 60 კგ-Ში თამაზ ღლონტი; საქართველოს ჩემპიონი და ხუთგზის პრიზიორი 63 კგ- ში ოთარ ჯანელიძე; საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი 82კგ-ში გიორგი მახარაძე; საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს მედალოსანი 77 კგ-Ში თამაზ აბაშიძე; რესპუბლიკური ტურნირების ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი 72 კგ-Ში გიორგი იაშვილი.
ლანჩხუთელ ფალავანთაგან, აღნიშნულ ტურნირში, 63 წონით კატეგორიაში ოთარ ჯანელიძემ საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული ირგუნა. 82 წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი მახარაძე კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.