ბატონი ანზორ გაბიტაშვილი ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იგონებდა:
„სამი წელი ვიმუშავე “გურიაში”. 1987-1990 წლებში მოსკოვში ჩავედით სათამაშოდ. გუნდის ადმინისტრატორი კაკო ორმოცაძე იყო, ორი ღერი რუსული არ იცოდა და სულ ჩვენთან ერთად დადიოდა ხოლმე, როცა უცხო ქალაქში მივდიოდით სათამაშოდ.
მოსკოვში დილით გავედით სასეირნოდ. ქალაქს ვათვალიერებდით და წითელ მოედანზე მოვხვდით.
ლენინის მავზოლეუმთან უშველებელი რიგია გაჭიმული. კაკომ მკითხა, რა ხდებაო. ჯინსები იყიდება ნაღდი ამერიკული და იმიტომ არის ამხელა რიგი-მეთქი.
„სიმონიჩ”, დავდგები რიგში და ერთ-ორ ჯინსს ვიყიდიო. კარგი, ოღონდ სასტუმროში მალე დაბრუნდი-მეთქი ვუთხარი და დავტოვე.
რაღა გავაგრძელო და საღამომდე იდგა იმ რიგში კაკო ორმოცაძე, მერე საპატიო წრე დაარტყა ლენინის სარკოფაგს და გაცეცხლებული ამოვარდა სასტუმროში”.
ავტორი