ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მცხორებ, 17 წლის მარიამ ბურჭულაძეს მესამე დღეა პოლიციელები და ოჯახის წევრები ეძებენ.
როგორც ცნობილია მარიამ ბურჭულაძე სკოლაში სამ გაკვეთილს დაესწრო, რის შემდეგაც ის ქალაქ ოზურგეთში მიდის. ასევე მედიისთვის ხდება ცნობილი, რომ ბოლო ის ვიდეო კამერამ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირა.
“ამ დრომდე ეძებენ პოლიციელები დაკარგულ გოგონას“, – განუცხადეს “გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.