ვარძიის მიმდებარედ მტკვარში რუსი ტურისტი დაიხრჩო. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მაშველები მას 29 აპრილის საღამოს შემდეგ ეძებდნენ. გარდაცვლილი ტურისტი დღეს დილით მდინარეში იპოვეს.
„ბაიდარით მოძრაობდა, ქვას შეეჯახა და გონება დაკარგაო როგორც უთქვამთ. მაშველებმა ნახეს და გარდაცვლილი ამოიყვანეს“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ კიდევ ერთი ადგილობრივი.
გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს ასპინძის საკრებულოს დეპუტატი, პავლე ბერიძეც.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე