Tass-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთთან მემორანდუმის გასაფორმებლად და ხელის მოსაწერად, უკრაინამ ახალი ხელისუფლება უნდა აარჩიოს.
“ახლა, უკრაინის მოქმედ “ხელმძღვანელს” უკვე დიდი ხნის დაკარგული აქვს შიდა ლეგიტიმაციაც კი, არა თუ გარე. შესაბამისად, შესაძლოა, იყოს გარკვეული პრობლემები დოკუმენტის ნამდვილობასთან დაკავშირებით, თუ მას ასეთი პირი მოაწერს ხელს. საჭიროა, რომ უკრაინელმა ხალხმა თავისუფალ გარემოში აირჩიოს თავისი ახალი ხელმძღვანელი. მაშინ ხელის მომწერე იქნება ლეგიტიმური”, _ ასეთია რუსეთის პოზიცია.