გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

    რატომ კვდებიან მდიდარი რუსები, რუსი ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები უცნაურ ვითარებაში

    რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც პუტინმა მოხსნა

    პენტაგონი: „უკრაინამ თავი უნდა დაიცვას“

    ტეხასში დაღუპულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა

    რუსებმა ხარკოვს და ხერსონს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

    რატომ კვდებიან მდიდარი რუსები, რუსი ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები უცნაურ ვითარებაში

    რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც პუტინმა მოხსნა

    პენტაგონი: „უკრაინამ თავი უნდა დაიცვას“

    ტეხასში დაღუპულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა

    რუსებმა ხარკოვს და ხერსონს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მიდი, ფირუზ, მიდი…“

7:11; 26.11.2017
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

1976 წლის სამ სექტემბერს თბილისის „დინამო“ სსრკ-ის თასის ფინალურ შეხვედრაში ერევნის „არარატს“ დაუპირისპირდა. სომხური გუნდი ჩვენებისთვის ყოველთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა და მათთან ნებისმიერი დაპირისპირება უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობდა.

ქართველი ფეხბურთელები იმ დროისთვის ქვეყნის ჩემპიონები ერთხელ კი იყვნენ, მაგრამ საკავშირო თასი მოპოვებული ჯერ არ ჰქონდათ. ამ ფაქტორმაც განაპირობა ამ შეხვედრის განსაკუთრებული დაძაბულობა.

მატჩის 64-ე წუთისთვის „დინამო“ მინიმალური ანგარიშით იგებდა – 1:0. ამ დროს მსაჯმა სომხების კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ყველასათვის მოულოდნელად პენალტის ნიშნულთან ფირუზ კანთელაძე მივიდა და აუღელვებლად ზუსტი დარტყმა განახორციელა. ეს უკვე საბოლოო გამარჯვებას ნიშნავდა. იმ დღის წარმატება რევაზ ჩელებაძემ განამტკიცა როდესაც „არარატს“ მესამე ბურთი გაუტანა. საბოლოოდ თბილისის“ დინამომ სსრკ-ის თასი პირველად მშობლიურ ქალაქში წამოიღო.

დღევანდელი წერილის მთავარი გმირი იმ მოსკოვური შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, ფირუზ კანთელაძე გახლავთ, რომელიც საკუთარ საფეხბურთო ბიოგრაფიას თავადვე გაიხსენებს.

„1966 წელს თბილისის „დინამოში” მიმიწვიეს. 16 წლის ვიყავი მაშინ. იმ გუნდს ალიოშა კოტრიკაძე წვრთნიდა, ძირითად შემადგენლობაში კი მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გიორგი და ბორის სიჭინავები, ვლადიმერ ბარქაია, შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე, ილია დათუნაშვილი და რამაზ ურუშაძე ბრწყინავდნენ. მათთან ერთად რომ გავდიოდი სავარჯიშოდ, თავი სიზმარში მეგონა!

1967 წელს საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გავხდი. იმ ნაკრებში კიდევ ორი ქართველი თამაშობდა: ლევან ნოდია და რეზო ჭოხონელიძე. წლების შემდეგ რეზო საფეხბურთო აგენტი გახდა და კახი კალაძის კიევის „დინამოდან” „მილანში” ტრანსფერში ძალიან დიდი როლი ითამაშა…

1968 წლიდან უფრო ხშირად ვვარჯიშობდი პირველ გუნდში. მაშინ „დინამოს” ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა და ნელ-ნელა მაჩვევდა უფროსებს შორის თამაშს. იმ „დინამოში” ჩემს გარდა ხუთი ცენტრალური მცველი იყო: მურთაზ ხურცილავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მალხაზ შერგელაშვილი და ზორბეგ ებრალიძე. მოგვიანებით ებრალიძემ, მეკარის გარდა, ლამის ყველა პოზიციაზე ითამაშა. მურთაზ ხურცილავაზე არაფერს ვიტყვი – დიდებული, უმაღლესი დონის მოთამაშე იყო, დანარჩენებიდან კი ვახტანგ ჭელიძეს გამოვარჩევდი – უნიჭიერესი ფეხბურთელი გახლდათ, რომელსაც გაცილებით მეტისთვის უნდა მიეღწია. ახლა რომ ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ ჭელიძე „დინამოდან” ადრე წავიდა.

1969 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად გივი ჩოხელი დაინიშნა. ის ბოლომდე მენდობოდა და ორი სეზონი თითქმის შეუცვლელად ვითამაშე, მაგრამ როცა გავრილ კაჩალინმა შეცვალა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა – სკამზე დამსვეს. მაშინდელ ამბებზე საუბარი ახლა არ მსურს, ყველაფერი გუნდის „შიდა სამზარეულოდან” მოდიოდა… იმავე პერიოდში ლვოვის „კარპატი” მიწვევდა და ამიტომ, სპორტკომიტეტის მაშინდელ ხელმძღვანელთან გიორგი სიხარულიძესთან მივედი, გამიშვით-მეთქი. იმ დროს სპორტკომიტეტში წყვეტდნენ სპორტსმენის ბედს. მკაცრად მიპასუხეს: დინამოელი ხარ, შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი და ვალდებული ხარ ზემდგომთა ბრძანებას და გადაწყვეტილებას დაემორჩილოო… დასამალი რაა, სიხარულიძის პასუხმა გული მატკინა, 23 წლისა ფეხბურთიდან წასვლაზე ვფიქრობდი.

როცა კაჩალინის ნაცვლად კვლავ ალიოშა კოტრიკაძემ ჩაიბარა „დინამო”, სიტუაციაც შეიცვალა – ისევ ძირითადში დამაბრუნეს. ეს ის პერიოდია, როცა „დინამო” უეფას თასის 1/8-ფინალში გავიდა: ჯერ ბულგარეთის „სლავიას” მოვუგეთ, მერე იუგოსლავიის ოფკ-ს, შემდეგ კი ინგლისის „ტოტენჰემ ჰოთსფურს” შევხვდით, ძალიან ძლიერ გუნდს.

კაჩალინის გარდა არც მიხაილ იაკუშინი მწყალობდა. საბედნიეროდ, ის დიდხანს არ გაჩერებულა „დინამოში”, თან, იმ დროს მისი საუკეთესო წლები უკვე ჩავლილი იყო. თანაც, მიხაი ძალიან გაშინაურებული იყო ალკოჰლოთან, რამაც საბოლოოდ დაღუპა კიდეც.

70-იანი წლების შუაში, ანუ როცა ჩემი თაობა გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაწინაურდა, ვეტერანები იმედისმომცემმა უკანახაზელებმა შეცვალეს: შოთა ხინჩაგაშვილი, ნოდარ ხიზანიშვილი… ალექსანდრე ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძე შედარებით გვიან შემოგვიერთდნენ.

საერთოდ, ქართულ ფეხბურთს მაღალი დონის მცველები არასდროს აკლდა. თუნდაც გელა კეტაშვილი რად ღირს? მიუხედავად იმისა, რომ 80-იან წლებში „დინამოს” ძალიან უჭირდა, გელა კრიზისში მყოფი კლუბიდან მაინც გამოირჩეოდა, ტყუილად ხომ არ წაიყვანდნენ ოლიმპიურ ნაკრებში?! ან კახი ცხადაძე ავიღოთ – საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში დამკვიდრდა. მერე ზაზა რევიშვილი და მურთაზ შელია გამოჩნდნენ, კახი კალაძეზე კი ახალი რა უნდა ვთქვა?! მსოფლიო დონის მოთამაშე დადგა!

ყველაზე ძალიან ოლეგ ბლოხინის წინააღმდეგ თამაში მიჭირდა. ის იმდენად მაღალი კლასის მოთამაშე გახლდათ, რომ ჩვენ კი არა, ევროპის წამყვანი კლუბების მცველებს აწამებდა. კიეველებთან მატჩის წინ ნოდარ ახალკაცი ბლოხინთან მჭიდროდ თამაშს გვთხოვდა, ეცადეთ ბურთი არ მიაღებინოთ და თუ მიიღებს, კარისკენ არ შემოატრიალოთო. ხან ვასრულებდით მწვრთნელის დავალებას, იშვიათად – ვერ. დონეცკის „შახტიორის” თავდამსხმელს ვიტალი სტარუხინსაც გამოვარჩევდი. ჩემზე ბევრად დაბალი, მაგრამ მოუხელთებელი გახლდათ, ჩინებულად თამაშობდა თავით.

საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა, კომერციულ შეჯიბრებებს ვგულისხმობ, ფეხბურთელებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იყო, თუმცა ჩვენ მიზერულ თანხას ვიღებდით. მაგალითად, 1973 წელს, როცა ესპანეთში „კოლუმბის კარაველა” მოვიგეთ, 100-100 დოლარი გადმოგვცეს, არადა, იმ ტურნირზე ჯერ მადრიდის „ატლეტიკოს” ვაჯობეთ, ფინალში კი ლისაბონის „ბენფიკას”. ერთი წლით ადრე ინდონეზიაში ვითამაშეთ დიდ საერთაშორისო ტურნირში. ჯერ დანიურ კლუბს მოვუგეთ, შემდეგ ინდონეზიის ნაკრებს, ფინალში კი ბრაზილიის „კრუზეირუს” შევხვდით. ვიცოდით, რომ გამარჯვებულს 120 ათასი დოლარი ელოდა, დამარცხებულს – 70 ათასი. ძლიერი გუნდი იყო „კრუზეირუ”, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი ტოსტაოც თამაშობდა… 1:3 დავმარცხდით… გვითხრეს, რომ დაახლოებით 2-2 ათას დოლარს მივიღებდით, მაგრამ გუნდთან ერთად მყოფმა სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელმა თანხის დიდი ნაწილი მოსკოვში, საკავშირო ფედერაციაში გააქანა, ჩვენ კი, თუ სწორად მახსოვს, 100-100 დოლარი დაგვირიგეს.

1976 წელს „დინამო” კიდევ ერთხელ გავიდა საკავშირო თასის ფინალში. ჩვენი მეტოქე ერევნის „არარატი” იყო, იმ წლების ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა გუნდი, თან თასის მფლობელი. „დინამოს” და „არარატის” დაპირისპირება ისედაც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო, სტატუსმა კი თამაშს დამატებითი ინტერესი შესძინა. მოტივაციას არ ვუჩიოდით, თუმცა ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე გაგონილმა ძალიან გაგვაბრაზა და ალბათ, სწორედ მაშინ გადაწყდა კიდეც ფინალის ბედი. ვიღაცამ გვიამბო, თასის მოგების შემთხვევაში „არარატი” ადლერში ჩაფრინდება და იქიდან ავტობუსით ჩავა ერევანშიო, ანუ, სომხებს თასით მთელი საქართველო უნდა გაევლოთ. არ ვიცი მართლა ასე აპირებდნენ თუ არა, მაგრამ ჩვენ რომ ძალიან გავბრაზდით, ამას ვადასტურებ.

მიუხედავად იმისა, რომ 3:0 მოვიგეთ, თამაში მეტოქის იერიშებით დაიწყო. ერთი სახიფათო ფორვარდი ჰყავდათ, ნაზარ პეტროსიანი. მატჩის დასაწყისში ჯერ ჩვენი კარის ძელს მოარტყა ბურთი, მერე კი ძალიან სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ჩივაძემ გვიხსნა. ცუდი დასაწყისის შემდეგ თამაში დავალაგეთ და ნელ-ნელა ჩვენი გავიტანეთ, „არარატის” განადგურება დათო ყიფიანის ულამაზესი თავურით დავიწყეთ.

დაწინაურების მიუხედავად, მაინც ვნერვიულობდით. „დინამოს” არასდროს მოეგო თასი და ძალიან გვინდოდა ნავსი ჩვენ გაგვეტეხა. პენალტი რომ დაინიშნა, ბურთი რატომღაც ჩემთან მოგორდა. გავიხედე ნიშნულისკენ და ვხედავ, ვინც უნდა დაარტყას არ ჩქარობს, მეტიც – ნერვიულობს. ავიღე ბურთი და დასარტყმელად მოვემზადე, არადა ოფიციალურ მატჩში მანამდე არასდროს შემესრულებინა პენალტი. უცბად ყიფოს ხმა მომესმა: მიდი ფირუზ, არ შეგეშინდესო… გამოვექანე და შევაგდე!

მას შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია, რა მოხდებოდა ის პენალტი რომ არ გამეტანა? როგორია, ფინალს 1:0-ს იგებ, ამ დროს კი შენ, რომელსაც არასდროს დაგირტყამს 11-მეტრიანი, ამხელა პასუხისმგებლობას იღებ? რომ არ გამეტანა, ალბათ, საქართველოს დავტოვებდი. თუმცა იმ წამებში, როცა ბურთთან ვიდექი, ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი.

თასის მოგებისთანავე თბილისში გვსურდა დაბრუნება, ვიცოდით ზღაპრული მიღება გველოდა, მაგრამ, ვინ გვაცალა? თამაშის შემდეგ მოსკოვთან ახლოს, ნოვოგორსკის ბაზაზე გავემგზავრეთ საკავშირო ჩემპიონატის მორიგი თამაშისთვის…

1978 წლის „ოქროს სეზონი” კიევის „დინამოსთან” და მოსკოვის „სპარტაკთან” მოგებით დავიწყეთ. იმ ორ თამაშში ვიგრძენით, რომ საუკეთესონი უნდა ვყოფილიყავით. კიეველები და დონეცკის „შახტიორი” მთელი სეზონი მოგვდევდნენ, მაგრამ ჩვენც სტაბილურად ვთამაშობდით და დაწევის საშუალება არ მიგვიცია. იმასაც აღვნიშნავ, რომ იღბლიანი სეზონი გამოგვივიდა – დინამოელებს სერიოზული ტრავმა არ მიგვიღია, ერთი ეგაა, ვიტალი დარასელია ავადმყოფობდა დროგამოშვებით.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონები მოსკოვში, „ლოკომოტივთან” მატჩის შემდეგ გავხდით. ოქროს მედლების მოსაგებად ფრეც ხელს გვაძლევდა და ჩვენც თავი არ გამოგვიდია. ვიცოდით მეტოქე ვერ მოგვიგებდა და დასახული მიზანი ზედმიწევნით ზუსტად შევასრულეთ. იმ სეზონში მხოლოდ ორი შეხვედრა გამოვტოვე, ისიც დისკვალიფიკაციის გამო.

ჩვენს ჩემპიონობაში ნოდარ ახალკაცმა ძალიან დიდი წვილი შეიტანა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ „დინამოს” ყველა პოზიციაზე ძალიან მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავდა. იგივე დათო გოგია ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო. დაცვაზე, თქვენის ნებართვით, არ ვისაუბრებ. ნახევარდაცვაში მანუჩარ მაჩაიძის დონის ლიდერს ყველა კლუბი ინატრებდა. თავდასხმაში რამაზ შენგელიას და რეზო ჩელებაძის კონკურენციაზე მთელ ქვეყანაში საუბრობდნენ, ერთ კლუბში ორი ასეთი დონის ფორვარდი იმდროინდელ საბჭოთა კავშირში იშვიათობა იყო.

ფეხბურთიდან წასვლა 1979 წელს გადავწყვიტე. ერთ-ერთ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მივიღე და მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო. ეგეც არ იყოს, „დინამოში” კონკურენცია გამძაფრდა და ახალგაზრდებთან ბრძოლა არ მინდოდა. რომ მოვშუშდი, სამტრედიის „ლოკომოტივში” წავედი, იქ ნახევარი წელი გავჩერდი და კარიერაც დავასრულე.

რამდენი გვქონდა ხელფასი? ძირითადი შემადგენლობის წევრებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, 300-400 მანეთი, პლუს დანამატი წოდების გათვალისწინებით: სპორტის ოსტატი, საერთაშორისო კლასის ოსტატი, დამსახურებული ოსტატი… საკავშირო ჩემპიონატში თითო მოგებაზე 200 მანეთს პრემიას გვიწერდნენ… რომ ვთქვა გვიჭირდა-მეთქი, ტყუილი იქნება… 78-ში, როცა ჩემპიონები გავხდით, პატივისცემის ნიშნად მანქანები ურიგოდ დაგვირიგეს.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ლამის ყველა დინამოელი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებაში იწყებდა მუშაობას, მაგრამ მე ამის სურვილი არ მქონია. შესაძლებლობა როგორ არ მქონდა, მაგრამ იქითკენ არ გამიხედავს. ამის ნაცვლად ვაჭრობის სისტემაში დავსაქმდი, თუმცა უფეხბურთოდ დიდხანს ვერ გავძელი და 1997 წელს „ნორჩ დინამოელში” მივედი, ანუ იქ, სადაც დაიწყო კიდეც ჩემი კარიერა.

„ნორჩ დინამოელში” ვახტანგ კოპალეიშვილს ვეხმარებოდი. კარგი ბიჭები გვყავდნენ: ზურაბ ხიზანიშვილი, მათე ღვინიანიძე, შოთა გრიგალაშვილი… ათ წელზე მეტი ვემსახურე ბავშვთა ფეხბურთს, მერე კი წავედი. ცოტა გვიან, მაგრამ მივხვდი, რომ მწვრთნელობა ჩემი საქმე არ იყო. საერთოდ, ბავშვებთან სხვანაირი მიდგომაა საჭირო – მეტისმეტად მკაცრი, მომთხოვნი უნდა იყო, ეს კი არ შემეძლო.

ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე იშვიათად დავდივარ. დამერწმუნეთ, ეს გულისტკივილის გამო ხდება და არა პროტესტით. აღარ არის ის ინტერესი, რაც ადრე იყო. თანაც, მგონი ყველა დაიღალა წარუმატებლობით. ჩემ დროს, 60-70-იან წლებში ყველაფერი სხვანაირად იყო – „დინამოს” თამაშებზე ბილეთის შოვნა ჭირდა“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

“რუსეთ-საქართველოს ომზე არაფერი ვიცოდი, ყველაფერი ასე დაიწყო” – პიმბლეტმა თოფურიასთან დაპირისპირების მიზეზი ახსნა

17:21; 8 ივლისი, 2025
სპორტი

მიქაუტაძის სანაცვლოდ “რომაზე” 2 მილიონით მეტი შესთავაზეს – ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს

15:11; 6 ივლისი, 2025
სპორტი

ჭანიეთელი სოსო ჩახვაძე, ძალისმიერ სამჭიდში აბსოლუტური ჩემპიონი და  ლიცენზიის მფლობელი გახდა

13:11; 1 ივლისი, 2025
სპორტი

იმდენი, რამდენიც ჩვენს ჩემპიონს ეკადრება! – რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ ჩემპიონობით

10:46; 30 ივნისი, 2025
სპორტი

“მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა” – რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?

12:34; 29 ივნისი, 2025

საჭამიასერთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა აღდგენილია

რამდენია საქართველოს პარლამენტარების ყოველთვიური ანაზღაურება

ყველა სიახლე

სამართალი

მასშტაბური სპეცოპერაცია – შს მინისტრის საგანგებო ბრიფინგი

12:38; 9.07.2025
სამართალი

“დანით დასერეს, დააჩოქეს, გააშიშვლეს მთლიანად…”- 15 წლის ბიჭის მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის დეტალები

12:23; 9.07.2025
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

11:32; 9.07.2025
პოლიტიკა

,, საქართველოში უვიზო მიმოსვლის საკითხი დგას ივანიშვილის რეჟიმზე”

11:15; 9.07.2025
მსოფლიო

პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

10:15; 9.07.2025
ზაფრანი

სახიფათოა თუ არა დღისით ძილი

10:04; 9.07.2025
საზოგადოება

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

9:56; 9.07.2025
პოლიტიკა

ვაჟა დარჩია: “რიჟვაძე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, რისი შესაძლებლობაც არ მიეცა”

20:07; 8.07.2025
ფინანსები

PLUS 8 წლის გახდა – როგორ ჩაიარა შოპინგის დღესასწაულმა PLUS მომხმარებლებისთვის

18:48; 8.07.2025
საზოგადოება

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

17:45; 8.07.2025
სპორტი

“რუსეთ-საქართველოს ომზე არაფერი ვიცოდი, ყველაფერი ასე დაიწყო” – პიმბლეტმა თოფურიასთან დაპირისპირების მიზეზი ახსნა

17:21; 8.07.2025
ფინანსები

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:15; 8.07.2025
სამართალი

მოწმე პოლიციელი: ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ მათ მიერ ნასროლი პიროტექნიკით ვარ დაზიანებული

17:06; 8.07.2025
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში

16:55; 8.07.2025
საზოგადოება

რატიანი: რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

16:37; 8.07.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

10:01; 30.06.2025
0

“წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

8:48; 28.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო