ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ ჩოხატაურში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთმა მონაწილემ, ავთო მეგრელიძემ.
“ჩემს პირად საქმეზე მივდიოდი ჩემს მეგობრებთან ერთად, რა დროსაც ნაცმოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლები ბაზრობაზე არიგებდნენ რაღაც ფურცლებს. ერთ-ერთმა მათგანმა როდესაც დამინახა, ეგრევე გადავიდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მოაწყო პროვოკაცია და ხელი დაარტყა ჩემს თანმხლებ პირს. ცხადია, ამ პროვოკაციის ავტორებმა მიიღეს საკადრისი პასუხი. არავინ აპირებს ნაცმოძრაობას გინება და ცემა შეარჩინოს,” – განაცხადა “რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, ავთო მეგრელიძემ.