ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. ერთმანეთს ჩოხატაური-ბასილეთის მიკროავტობუსი და მსუბუქად მოძრავი ავტომობილი შეეჯახნენ.
როგორც შემთხვევის ადგილზე “გურია ნიუსს” განუცხადეს მომხდარის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
“მსუბუქი მანქანის მძღოლს თავი ჰქონდა დანარტყამი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით წაიყვანეს”,_ უთხრეს “გურია ნიუსს” შემთხვევის ადგილზე.