ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო მოსიძემ 5000 ლარით დააჯარიმა ცხრა ადამიანი , რომლებმაც მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდამრღვევი ოქმი შეადგინა და სასამართლოზე ყველასთვის 5000 – 5000 ლარიანი ჯარიმა მოითხოვა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ სამართალდარღვევა არ ყოფილა და შესაბამისად არც ჯარიმა იყო გადასახდელი.