2 თებერვალს, თბილისი მოლთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, მოძალადე, პოლიციის ფორმის გარეშე მყოფი პირი გადაღებაში ხელს გვიშლის და “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს.
ჩვენმა კამერებმა დღეს ძალიან ბევრჯერ დააფიქსირეს, რომ პოლიციის ნაცვლად, მოქალაქეები ცდილობენ სიტუაციის დამშვიდებას, გავეშებული პოლიციების დაშოშმინებას.
როგორც სხვა დროს, ძალოვანები ახლაც, ნიღბებით იყვნენ და მაიდენტიფიცირებელი ნომრები არ ეკეთათ. იყვნენ პირები, რომლებსაც არც პოლიციის ფორმა არ ეცვათ.