“ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯომარე ზეწოლა ახდენს შაბათის ეთერის გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება. ამის შესახებ ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გამოძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ტელეპროექტის ავტორმა ნოდარ მელაძემ განაცხადა.
დღეს 12 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯოდმარემ ბრალი დასდო ტვ პირველის ჟურნალისტების, ცესკოს თანამშორმლების პერსონალური მონაცემების სავარაუდო უკანონო დამუშავებაში.
” ეს არის ტყუილი! თუ ჟურნალისტი გაიგებს ტელეფონის ნომერს ან მისამართს რომ დასვას კითხვები და გადაამოწმოს ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტულ მასალას, რატომ არის ეს პეროსნალური მონაცემების უკანონო დამუშავება. იცით რა იგულისხმა ცესკოს შეფმა? საიდან გაიგეს მისამართებიო? “,_ განაცხადა ნოდარ მელაძემ.
საგამოძიებო ტელეპროექტის ჟურნალისტები, რეალურ მუქარად აღიქვამენ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ გადახედვას მედიასაშუალებებთან თანამშრომლობას.
“ჩვენ მოვითხოვთ ამ ჩანაწერის მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? ანუ აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოში და საარჩევნო უბენბზე აღარ შეგვიშვებენ რომ არჩევნები აღარ გავაშუქოთ, თუ ქართული ოცნების მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ”,_ განაცხადა ნოდარ მელაძემ.
“ჩვენ აღგვიქვამთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებებს რეალურად მუქარად, რადგან დიდია რისკი, რომ ერთი პარტიის ლეგიტიმაციით თანამდებობაზე არჩეულმა გიორგი კალანდარიშივლმა მედიაზე ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს, ამავე პარტიის კონტროლის ქვეს მყოფი, სასამართლოს კლანი ჟურნალისტების დასასჯელად. რაც მანამდე არა ერთხელ გაუკეთებიათ მაღალი თანამდებობის პირებს. განმარტავს ტვ პირველის ახალი ამბების სამსაუხრის უფროსი.
მუქარის, დაშინების მცდელობის და შანტაჟის ნაცვლად მოვუწოდებთ ცენტრლაურ საარჩევნო ადმინისტრაციას და მათ თანამშრომლებს, უპასუხოს კითხვებს, რომელიც კონკრეტული მასალის მზადებას პროცესში მედიას აქვს”,_ აცხადებს მელაძე.