ორდღიანი ძებნის შემდეგ, 54 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ კიკისხევში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო knews.ge ავრცელებს.
მერაბ ხუციშვილს, საკუთარი სახლის მარანში მიაგნეს. ახლობლების თქმით, კაცი ჩამომხრჩვალი ნახეს, თუმცა მისი თვითმკვლელობის არ სჯერათ.
,,არ გვჯერა, რომ თავი მოიკლა. ვფიქრობთ, მოკლეს და მერე ჩამოკიდეს. იმედი გვაქვს დაადგენს პოლიცია” – ამბობენ ახლობლები.
54 წლის მერაბ ხუციშვილს, სოფელ კისისხევში ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ძიების პროცესში ჩართული იყო პოლიციაც.
წყარო: knews.ge