ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დათო დარჩია კორონავირუსზე აიცრა.
„ვაქცინაცია არის ის საშუალება, რომელმაც უნდა დაამარცხოს პანდემია. ერთად ვებრძოლოთ COVID -19-ს, გავუფრთხილდეთ თითოეულ სიცოცხლეს. ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე მე უკვე ავიცერი ასტრაზენეკათი, ოზურგეთის მედალფას კლინიკაში ნამდვილად დაგხვდებათ შესაბამისი პირობები და ყურადღებიანი მედპერსონალი“,_ განაცხადა დარჩიამ.