ქალაქ ოზურგეთში, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები საუბრობენ, ერთ-ერთი რესტორნის და ტოტალიზატორის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი მოულოდნელად ცუდად გახდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით. პირველადი მონაცემებით მამაკაცი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ მამაკაცმა წვიმას შეაფარა თავი და მოულოდნელად გახდა ცუდად.
“გურია ნიუსი“ ასევე დაუკავშირდა “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის დავით მდინარაძეს, მისი თქმით, მათთან გარდაცვლილი მამაკაცი არ შეუყვანიათ.