გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    „ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი

    ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, დაზიანებულია სამშობიარო სახლის შენობა

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

    აბუ დაბიში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა დაიწყო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    „ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი

    ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, დაზიანებულია სამშობიარო სახლის შენობა

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

    აბუ დაბიში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა დაიწყო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„პახმელია“ გერმანულად

8:04; 15.04.2019
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსახიობი ზურა შარია საინტერესო ადამიანია. უყვარს სპორტი, მოგზაურობა, ნადირობა. რასაკვირველია, პოლიტიკითაც დაინტერესებულია, მაგრამ ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს. გარეგნულად სერიოზული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, იერსახის მიღმა გულღია და იუმორის მოყვარული ადამიანი იმალება. ბავშვობაში განსაკუთრებით კინოფილმი „ზორო“ ჰყვარებია და ამ ცხოვრებაშიც მისი მთავარი გმირის დამსგავსებას ცდილობს. დალევა. ბოლო რამდენიმე წელია, სმას ერიდება, მაგრამ „ხანდახან“ მაინც უწევს. რასაკვირველია, გასახსენებელი და მოსაყოლი ბევრი აქვს და დღეს მკითხველისთვის რამდენიმე სახალისო ისტორიას მოგვიყვება.

„ქეიფი“ ფასანაურში

1991 წლის პირველი დეკემბერია და ზამთრის შემოსვლის აღსანიშნავად ორ მეგობართან ერთად გუდაურში ასვლა გადავწყვიტე. თხილამურებით სრიალის შემდეგ ფასანაურში გადასვლა და იქაურ ცნობილ სახინკლეში ქეიფიც გვსურდა. ალბათ გახსოვთ ის პერიოდი: განუწყვეტელი პურის რიგები, უშუქობა, უგაზობა… ყოველივე ამას ლუდის დეფიციტიც დაემატა. თბილისში ეს სასმელი პრაქტიკულად არ იშოვებოდა.

ყოველი შემთხვევისთვის დიდი ნაცნობობით სამი ლიტრი ლუდი ვიშოვე და თან წავიყოლიე. მლეთის „ტეკამდე“ მშვიდობით ვიმგზავრეთ. იქ პირველი სიურპრიზი გველოდა. დილის ათი საათი იყო და არაგვზე გადასასვლელ ხიდს კარგად „შებუჟბუჟებულ შემთვრალი“ წესრიგის დამცველი იცავდა. სახეზე ეტყობოდა რომ მთიული იყო. უცებ ამ მთების შვილმა იარაღი მოგვიშვირა, დაგვიმიზნა და მოულოდნელად გვესროლა. ბედმა ტყვიამ მიზანს ვერ მიაღწია და მხოლოდ მანქანის საქარე მინა დააზიანა. საჭესთან მე ვიჯექი. რასაკვირველია მანქანიდან გადმოვედით და მისი „აგრესიულობის“ მიზეზი ვიკითხეთ. „რა ვიცი ვინ ოხერი ტიალი ხართ. ალბათ ვლადიკავკაზში წამლის საყიდლად მიდიხართო“ – გვიპასუხა. ჩვენ მივუგეთ რომ გუდაურში სასრიალოდ მივეშურებოდით. მაგრამ ბედის ირონია არ გინდა. ირგვლივ სულ მწვანე ბალახი ყვაოდა და თოვლის ნასახიც არსად იყო. ბოლოსა და ბოლოს ურთიერთობა მოვაგვარეთ, მაგრამ ახალი პრობლემა წარმოიშვა. „გინდათ არ გინდათ, ეს ხიდი უნდა გადაიაროთ, თუ არა და უკან არ გაგიშვებთო“ – „დაგვემუქრა“. რა გაეწყობოდა, მანქანით იქითა მხარეს გადავედით, შემდეგ მოვტრიალდით და პირდაპირ ფასანაურისაკენ გავეშურეთ.

ფასანაურში კომუნისტების დროინდელი „ინტურისტი“ კიდევ ფუნქციონირებდა. იქ კიდევ, მესამე სართულზე ჩინებული სახინკლე იყო . მახსოვს, ამ სახინკლის მიმტანს ჩიტო ერქვა, დიდი ხნის განმავლობაში იქ მუშაობდა და ადგილობრივების მტკიცებით თავის დროზე „კეგებეს“ აგენტიც გახლდათ.

გამოვიდა ეს ჩიტო – „კეგებეშნიკი“ და „რა დილაუთენია მოხვედით, მეხინკლეს ჯერ კიდევ სძინავსო“ – გვითხრა. რა გაეწყობოდა, იქვე ჩამოვჯექით და მზარეულის გაღვიძებას დაველოდეთ. ლუდი ჭიქებში ჩამოვასხით და ნელ-ნელა წრუპვას შევუდექით. ამ დროს დარბაზში სამი უცნობი მამაკაცი შემოვიდა. როგორც აღმოჩნდა ერთი მათგანი დუშეთის პრეფექტი ყოფილა, მეორე მისი თანაშემწე, მესამე კი მათი მეგობარი. რასაკვირველია მიმტანი ჩიტო მეხინკლესთან გაიქცა და სასწრაფოდ ლოგინიდან წამოაგდო. უკვე ხინკლის მოლოდინში ვართ და პრეფექტის თანაშემწე მოგვიახლოვდა. „ბიჭებო, დუშეთის რაიონში რასაც კი ისურვებთ, ნებისმიერ თხოვნას შეგისრულებთ, ოღონდ ერთი ჭიქა ლუდი გვიფეშქაშეთ. პრეფექტი დილიდან პახმელიაზეა, რაიონში კი ლუდს ვერსად იშოვი“. – გვთხოვა. რასაკვირველია სამი ლიტრი ლუდი ექვს ნაწილად გავყავი და ლიტრანახევარი გვერდით სუფრაზე გავაგზავნე.

ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა. ჩვენი პატივისცემა პახმელიიდან გამოსულმა დუშეთის პრეფექტმა მოინდომა და ერთი გემრიელად გვაქეიფა. რა გინდა სულო-გულო ჩვენს სუფრაზე რომ არ აღმოჩნდა: ცხელ-ცხელი ხინკალი, 80 გრადუსიანი ადგილობრივი სანთლის არაყი და უგემრიელესი მწვადი. რასაკვირველია დანახარჯი პრეფექტმა გადაიხადა, უფრო მეტიც, თბილისისკენ წამოსულებს ადგილობრივი პოლიციის მანქანა მოგვამაგრეს და ქალაქამდე სულ ანთებული „მიგალკების“ თანხლებით ვიმგზავრეთ. შემდეგ ვხუმრობდი, ვინმეს ლიტრანახევარი ლუდით ასეთი ჩინებული დრო გატარებული თუ ჰქონია. მიყივლა იმ დილით გულმა ეს ლუდი ხელთ რომ გამეყოლებინა. როგორც აღმოჩნდა არც შევმცდარვარ.

მიუნჰენური „ინციდენტი“

1993 წელია და გერმანიის ქალაქ მიუნჰენში მამაჩემთან გამგზავრება მომიწია. იმ ხანად აფხაზეთის ომი მიმდინარეობდა, მეც სოხუმში ჩასული ვიყავი. შემდეგ ცოტა ხნით თბილისში „შემოვიარე“, მაგრამ აფხაზეთში დაბრუნებას კვლავ ვაპირებდი. ჩემიანებს ფრონტის ხაზზე ჩემი გაშვებისა შეეშინდათ, მამას დაუკავშირდნენ და ერთი „მზაკვრული“ გეგმა შეიმუშავეს. უცებ მიუნჰენიდან დეპეშა მივიღეთ, რომ მამა შეუძლოდაა და სასწრაფოდ ჩემს ნახვას ითხოვს. სასწრაფოდ გამიკეთეს უცხოური პასპორტი, ამიღეს ვიზა და გერმანიაში გამამგზავრეს.

იქ ჩასულმა „აღმოვაჩინე“ რომ მამა ჯანმრთელადაა და არაფერი სჭირდა. მან ჩინებულად მიმასპინძლა და ყოველ დღე იქაურ ქართულ რესტორანში დავყავდი. ჩინებული ქართული კერძები ჰქონდათ, განსაკუთრებით ხაჭაპური და ხინკალი. ყურადღება მივაქციე, რომ ყოველი სტუმრობის დასასრულს ამ დაწესებულების უფროსი მიახლოვდებოდა და ერთი და იმავე სიტყვას_ „შმექთ“- მეკითხებოდა. გერმანულ ენაში მოვიკოჭლებდი და რატომღაც უარყოფითად ვპასუხობდი. დარწმუნებული ვიყავი აინტერესებდა, კერძები უგემური თუ იყო. მეც „არა, არას“ ვპასუხობდი. რამდენიმე დღის შემდეგ მამა დამიმარტოხელა და აქაური კერძები არ მოგწონსო, – მკითხა. მე პირიქით, დიდი აღტაცება გამოვხატე. „მაშინ იმ დარბაისელ ადამიანს „არას“ რატომ ეუბნები, ჰგონია რომ უკმაყოფილო ხარ და ერთი კვირის განმავლობაში უკვე ოთხი მზარეული გამოცვალა. გუშინ დამელაპარაკა და რჩევა მკითხა. საქართველოდან ჩამოსულ ადამიანს ჩვენი კერძები არ მოსწონს და რა ვიღონოო“, – მითხრა მამამ. რასაკვირველია „შეცდომა“ იმ საღამოსვე გამოვასწორე, ის ოთხი მზარეული კი ჩემმა გერმანულის არცოდნამ შეიწირა.

„პახმელია“ გერმანულად

ისევ გერმანიაში იმ ჩემს სტუმრობას დავუბრუნდები. თბილისიდან რომ მივდიოდი, ძმაკაცებმა შურით გამაცილეს – „ჩახვალ მიუნჰენში, საღამოობით იქაურ ლუდის ბარში გამოთვრები, დილაობით კი იმავე ბარში პახმელიიდან გამოხვალ“.

მამაჩემმა „სერიოზული“ კულტურული პროგრამა შემიდგინა, მეგზურიც მომამაგრა, მოსკოველი ბიჭი ვალოდია მასლოვი. მე და ვალოდიამ მიუნჰენის მთელი ღირშესანიშნაობები რამდენიმე დღეში დავათვალიერეთ. გაიკვირვებთ, თეატრშიც ვიყავი და მოსკოვის ტაგანკის თეატრის სპექტაკლს „დოქტორ ჟივაგოს“ დავესწარი. კულტურული პროგრამა კარგი, მაგრამ ადგილობრივი ლუდის დაჭაშნიკებაც რომ მსურდა. რამდენიმე დღეში მე და ვალოდია ლუდის ბარს ვეწვიეთ და თითო კაცმა ხუთი ლიტრი ლუდი და ნახევარი ლიტრი არაყი „აბსოლუტი“ მივირთვით. გათენდა მეორე დილა და დახეთ საოცრებას – არანაირი პახმელია არ მაწუხებდა. ისე გამოვიყურებოდი თითქოს ერთი წლის განმავლობაში წვეთი ალკოჰოლიც არ მიმეღო.

იმავე საღამოს ახალი „ექსპერიმენტი“ ჩავატარეთ. ამჯერად თითო კაცმა ერთი ლიტრი არაყი და ათი ლიტრი ლუდი დავლიეთ. გავიღვიძე მეორე დილით და კვლავ… არანაირი პახელია. როგორც ვალოდიამ ამიხსნა, ადგილობრივი არაყი და ლუდი სუფთა, ნატურალური პროდუქტებისგან გახლდათ დამზადებული და რამდენიც არ უნდა დაგელია, პახმელია არ შეგაწუხებდა.

არ დაიჯერებთ და შევწუხდი. მომენატრა თბილისური დილის თავის ტკივილი და „მკურნალობის“ ქართული მეთოდები, მაგრამ რა მეღონა? რამდენიმე დღეში მიუნჰენთან მოშორებით მდებარე პატარა ქალაქში ლიანა ისაკაძის ორკესტრის წევრებს სტუმრად ვეწვიე. იქ სუფრა გაიშალა, შენი მოწონებული. ღვინო ავსტრიიდან იყო ჩამოტანილი. ადგილობრივ კერძებთან ერთად ნამდვილი ქართული ხაშიც კი ვიგემე. შუა ქეიფისას მაგიდაზე ნაცნობ ბოთლს მოვკარი თვალი. იმ წლებში თბილისში არაყი „დიპლომატი“ გამოდიოდა და ორკესტრის ერთ-ერთ წევრს ერთი ბოთლი გერმანიაში ჩამოეტანა. გამიხარდა და რა გამიხარდა. დავიდგი ეს შენი თბილისური არაყი და მთელი საღამოს განმავლობაში მხოლოდ მას ვსვამდი.

გავიღვიძე მეორე დილით და… ნაცნობი სურათი. თავი ისე მტკივა ლოგინიდან ვერ ვწევ. გამიხარდა და რა გამიხარდა. რამდენიმე წუთში ადგილობრივი ბარისკენ მივრბოდი რომ სასწრაფოდ „პახმელიისგან“ გავთავისუფლებულიყავი.

„უალკოჰოლო ქეიფი“ 

გერმანიაში მყოფი ერთ თბილისელ ბიჭს _ საშა მარკოსიანს სტუმრად ვეწვიე. საშას ბავშვობიდან ვიცნობდი. შემდეგ მთელი მისი ოჯახი გერმანიაში გადასახლდა და მეც მეგობრის მონახულება გადავწყვიტე. მივედი, მოვიკითხეთ ერთმანეთი. შემდეგ რასაკვირველია დალევა გადავწყვიტეთ და მასპინძელი ლუდის საყიდლად წავიდა. მალევე დაბრუნდა, თან გახარებული. „ზურა ორი ყუთი ლუდი იაფად, ერთი ყუთის ფასში შევიძინეო“, – მომახარა. დავხედე ლუდს და… ელდა მეცა – უალკოჰოლო ყოფილა. რა მეღონა? მოუწია საშას ისევ მაღაზიაში წასვლა და ამჯერად ორი ბოთლი არყის ყიდვა. შემდეგ ეს არაყი უალკოჰოლო ლუდში ავურიე და მშვენიერი დრო გავატარეთ. აბა ლუდი ლუდია, თუნდაც უგრადუსო, მისი გაფუჭება იქნებოდა!

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ოპერის მომღერალი, სოფო გორდელაძე პრესტიჯული ჯილდოს მფლობელი გახდა

12:47; 26 ივნისი, 2025
კულტურა

10 პატარა ამბავი დიდ საკითხებზე _ მოთხრობები, რომლებიც დროის მიუხედავად დიდხანს დარჩება თქვენთან

18:46; 24 ივნისი, 2025
კულტურა

„მართლა მესროლეს, მართლა მომხვდა!“

09:32; 22 ივნისი, 2025
კულტურა

“მამაჩემის დღიურები და ჩემი დღეები”  – ოზურგეთში ელენე მაცხონაშვილის ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

12:42; 17 ივნისი, 2025
კულტურა

„კომპრომისული ვარიანტი“

18:11; 7 ივნისი, 2025

დატბორილი გვირაბები, დაშლილი ხიდები _ ავტობანის მშენებლობაზე გაბნეული 113 მილიონი

„გაშაყირებულები“ _ ნესტან კირთაძე და გივი ბერიკაშვილი

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურა: 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

16:22; 11.07.2025
ფინანსები

დაესწარით „საქართველოს ბანკის“ ვებინარს და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე

15:56; 11.07.2025
საზოგადოება

რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს

14:45; 11.07.2025
ზაფრანი

შეიძლება თუ არა წყლის ორჯერ ადუღება

14:40; 11.07.2025
ზაფრანი

რა დადებითი თვისება აქვს ყავას

14:31; 11.07.2025
საზოგადოება

“რეანიმაციაშია, ძალიან დამძიმდა” _ რას ჰყვება თაკო ჩარკვიანი ძმის მდგომარეობაზე

13:59; 11.07.2025
ფეისბუქსტატუსები

„ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

13:02; 11.07.2025
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა სამშენებლო მოედანი მოინახულეს

12:39; 11.07.2025
ფინანსები

„იკითხე მეტი” – წიგნების თაროს და საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

12:32; 11.07.2025
სამართალი

„სუფთა ვარ“ არ არის სწორი პასუხი – „ნარკორეიდები“ დაბრუნდა

11:26; 11.07.2025
საზოგადოება

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

11:08; 11.07.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის და ხანის აკადემიის აუდიო-გაკვეთილების სერიას მათემატიკა დაემატა

10:40; 11.07.2025
საზოგადოება

“ეტყობა, ძალიან მოსწონთ ეს კუბოები და არც აიღებენ” _ პროტესტი ცნობილი “კუბოქოთნების” ირგვლივ ოზურგეთში

10:40; 11.07.2025
საზოგადოება

დასახლებები გურიაში, სადაც საშიში გეოდინამიკური პროცესების წარმოქმნაა მოსალოდნელი _ რას ამბობენ გეოლოგები

10:38; 11.07.2025
პოლიტიკა

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში _ ვინ რას ამბობს

10:36; 11.07.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

13:02; 11.07.2025
0

“ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

10:01; 30.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო